სამორინეების კანონი, რომელსაც ომბუდსმენი ეწინააღმდეგება, II მოსმენით მიიღეს
პარლამენტმა მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი კაზინოებისთვის საერთაშორისო ტურნირების მოწყობის უფლების მინიჭებას, რასაც პარტია „ლელო“ და ომბუდსმენის აპარატი ეწინააღმდეგებიან, კითხვები კი საპატრიარქოსაც აქვს.

კაზინოებისთვის საერთაშორისო ტურნირების მოწყობის უფლების მინიჭებას პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
იდეას პარტია “ლელო” და ომბუდსმენის აპარატი ეწინააღმდეგებიან. კითხვები აქვს საპატრიარქოსაც.
პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს.
კანონპროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ტურნირის მონაწილეთა 80% ან მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა (პირველი მოსმენით მიღებული ვარიანტი 70%-იან დაშვებას ითვალისწინებდა) და საპრიზო ფონდი 3 მლნ ლარს აღემატება, საერთაშორისო ტურნირის მომწყობს, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით, კლუბის მაგიდისათვის დაწესებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდა არ მოუწევს.
“ჩათვალეთ, რომ ეს სპორტული ტურნირი არის. წინასწარ დგება მონაწილეთა სია”, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა, “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა.
საერთაშორისო ტურნირის ჩატარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული წესებისა და რეგლამენტის საფუძველზე.
კანონპროექტის მიხედვით, საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების დარღვევა 50 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ხოლო არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება ან/და მოწყობა 150 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
2022 წლიდან აზარტული თამაშების მიმართ სახელმწიფომ მიდგომა გაამკაცრა. მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 21-დან 25 წლამდე გაიზარდა. სოცდაუცველებსა და საჯარო სამსახურში დასაქმებულებს თამაში აეკრძალათ, აიკრძალა რეკლამირებაც. 2024-2025 წლებში სექტორს საგადასახადო ტვირთიც გაეზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ ზრდის ტემპი შემცირდა, თუმცა ბრუნვა მაინც მნიშვნელოვნად, 41 მილიარდით 48-დან 89 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ჩათვალეთ, რომ ეს სპორტული ტურნირი არის. წინასწარ დგება მონაწილეთა სია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…