კანადური EmpireOne BPO Solutions-ის დამფუძნებელი: საქართველო ჩემი BPO ბიზნესისთვის შემდეგი ლოკაცია იქნება. სახელმწიფომ კომპანიის დაფუძნების პროცესი ძალიან გაამარტივა. ქართველი ხალხი კარგად საუბრობს ინგლისურად და კანონის უზენაესობა უზრუნველყოფილია
კანადური კომპანია EmpireOne BPO Solutions-ის დამფუძნებლის, ფაუად ნასირის განცხადებით, საქართველო მისი BPO ბიზნესის შემდეგი ლოკაცია იქნება, რისი მთავარი მიზეზიც რეგისტრაციის სიმარტივე, ინგლისური ენის ცოდნა და კანონის უზენაესობაა.

ეს მართლაც შთამბეჭდავია. როგორც გავიგე, თუ ყველა საჭირო დოკუმენტი მზად გაქვთ, კომპანიის რეგისტრაცია იმავე დღეს, სულ რამდენიმე საათშია შესაძლებელი. ვფიქრობ, ეს კომპანიის რეგისტრაციის ყველაზე სწრაფი პროცესია, რაც კი მსოფლიოს მასშტაბით მინახავს, - ამის შესახებ კანადური კომპანია EmpireOne BPO Solutions-ის დამფუძნებელმა, პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ფაუად ნასირმა განაცხადა.
როგორც ფაუად ნასირი ამბობს, საქართველო მისი ბიზნესის შემდეგი ლოკაცია იქნება.
"იმის გათვალისწინებით, რაც დღეს ვნახე, ვფიქრობ, საქართველო ჩემი BPO ბიზნესისთვის შემდეგი ლოკაცია იქნება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ სახელმწიფომ და შესაბამისმა უწყებებმა აქ კომპანიის დაფუძნების პროცესი ძალიან გაამარტივეს. ქართველი ხალხი კარგად საუბრობს ინგლისურად და ქვეყანაში კანონის უზენაესობა უზრუნველყოფილია. ამიტომ, საქართველო ნამდვილად იქნება ჩემი ბიზნესის შემდეგი ლოკაცია. ვნახე, რომ აქ ადამიანები ინგლისურ ენას ძალიან კარგად ფლობენ. შესაბამისად, არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს პოტენციალი ეფექტურად გამოვიყენოთ. ინვესტიციების სააგენტომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ კანადიდან, დიდი ბრიტანეთიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვსულიყავით და ადგილზე გავცნობოდით საქართველოს შესაძლებლობებს. სააგენტომ შესანიშნავად დაგვიგეგმა ვიზიტი, დაგვათვალიერებინა ქალაქი და მოგვცა შესაძლებლობა, ადგილზე გვენახა, როგორ მუშაობენ სხვადასხვა ორგანიზაციები. ამისთვის ძალიან მადლობელი ვართ და მოუთმენლად ველით მათთან გრძელვადიან თანამშრომლობას", - აღნიშნა EmpireOne BPO Solutions-ის დამფუძნებელმა, პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა EmpireOne BPO Solutions-ის დამფუძნებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს მოწვევით სტუმრობს და ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორში მოქმედი 12 საერთაშორისო კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს ადგილზე აკვირდება.
ციტატები სტატიიდან
„იმის გათვალისწინებით, რაც დღეს ვნახე, ვფიქრობ, საქართველო ჩემი BPO ბიზნესისთვის შემდეგი ლოკაცია იქნება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის არის, რომ სახელმწიფომ და შესაბამისმა უწყებებმა აქ კომპანიის დაფუძნების პროცესი ძალიან გაამარტივეს. ქართველი ხალხი კარგად საუბრობს ინგლისურად და ქვეყანაში კანონის უზენაესობა უზრუნველყოფილია. ამიტომ, საქართველო ნამდვილად იქნება ჩემი ბიზნესის შემდეგი ლოკაცია. ვნახე, რომ აქ ადამიანები ინგლისურ ენას ძალიან კარგად ფლობენ. შესაბამისად, არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს პოტენციალი ეფექტურად გამოვიყენოთ. ინვესტიციების სააგენტომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ კანადიდან, დიდი ბრიტანეთიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვსულიყავით და ადგილზე გავცნობოდით საქართველოს შესაძლებლობებს. სააგენტომ შესანიშნავად დაგვიგეგმა ვიზიტი, დაგვათვალიერებინა ქალაქი და მოგვცა შესაძლებლობა, ადგილზე გვენახა, როგორ მუშაობენ სხვადასხვა ორგანიზაციები. ამისთვის ძალიან მადლობელი ვართ და მოუთმენლად ველით მათთან გრძელვადიან თანამშრომლობას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…