ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოში 12 საერთაშორისო კომპანიის საინვესტიციო ტური მიმდინარეობს - ინვესტიციების სააგენტო

საქართველოში ბიზნესპროცესების აუთსორსინგის სექტორის 12 საერთაშორისო კომპანიის საინვესტიციო ტური მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც უცხოური კომპანიები ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობებს ეცნობიან, იუწყება ინვესტიციების სააგენტო.

საქართველოში 12 საერთაშორისო კომპანიის საინვესტიციო ტური მიმდინარეობს - ინვესტიციების სააგენტო
საქართველოში 12 საერთაშორისო კომპანიის საინვესტიციო ტური მიმდინარეობს - ინვესტიციების სააგენტოBM.GE

საქართველოში საქართველოში ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორში მოქმედი 12 საერთაშორისო კომპანიის საინვესტიციო ტური მიმდინარეობს - ინფორმაციას ინვესტიციების სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კომპანიების წარმომადგენლები ქვეყნის საინვესტიციო გარემოს ეცნობიან და საქართველოში საქმიანობის გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავენ.

"მიმდინარე ტურის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. სტუმრები ასევე გაეცნობიან თბილისის იუსტიციის სახლის, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმიანობას.

საინვესტიციო ტურის მიზანია, საერთაშორისო კომპანიებს საქართველოში საქმიანობის დაწყებისა და გაფართოების შესაძლებლობები გააცნოს და ხელი შეუწყოს ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და სამუშაო ადგილების შექმნას. საინვესტიციო ტურების მეშვეობით სააგენტო პოტენციურ ინვესტორებს ადგილობრივ ბიზნესთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საჯარო სექტორთან აკავშირებს, რათა მათ საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობები ადგილზე შეაფასონ", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.

სააგენტოს ინფორმაციით, წინა საინვესტიციო ტურის შედეგია ბრიტანული კომპანია Contactweb-ის საქართველოში შემოსვლა. სააგენტომ კომპანიას ტურის ფარგლებში უმასპინძლა, რამდენიმე თვის შემდეგ კი, სააგენტოს ჩართულობით, Contactweb-მა საქართველოში ოპერირება დაიწყო.

დღეს საქართველოში BPO სექტორში დაახლოებით 25 კომპანია საქმიანობს და 12 000 ადამიანია დასაქმებული. მათ შორისაა საერთაშორისო კომპანიები Teleperformance და Concentrix.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში 12 საერთაშორისო კომპანიის საინვესტიციო ტური მიმდინარეობს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მიმდინარე ტურის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. სტუმრები ასევე გაეცნობიან თბილისის იუსტიციის სახლის, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმიანობას. საინვესტიციო ტურის მიზანია, საერთაშორისო კომპანიებს საქართველოში საქმიანობის დაწყებისა და გაფართოების შესაძლებლობები გააცნოს და ხელი შეუწყოს ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და სამუშაო ადგილების შექმნას. საინვესტიციო ტურების მეშვეობით სააგენტო პოტენციურ ინვესტორებს ადგილობრივ ბიზნესთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საჯარო სექტორთან აკავშირებს, რათა მათ საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობები ადგილზე შეაფასონ“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში 12 საერთაშორისო კომპანიის საინვესტიციო ტური მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები