ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ავსტრიული კომპანია Refurbed-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერაციების ხელმძღვანელი: ქართველებს BPO სექტორში დასაქმებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა აქვთ -დიდი შანსია, რომ ჩემი კომპანიისთვის შემდეგი ლოკაცია საქართველო იყოს

ეკონომიკის სამინისტრო

ავსტრიული კომპანია Refurbed-ის წარმომადგენელი კორინა ამზა აცხადებს, რომ დიდი შანსია კომპანიის შემდეგი ლოკაცია საქართველო გახდეს და ოპერაციები ფილიპინებიდან გადმოიტანონ. ქვეყანას საინვესტიციო ტურით BPO სექტორის 12 კომპანია სტუმრობს.

ავსტრიული კომპანია Refurbed-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერაციების ხელმძღვანელი: ქართველებს BPO სექტორში დასაქმებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა აქვთ -დიდი შანსია, რომ ჩემი კომპანიისთვის შემდეგი ლოკაცია საქართველო იყოს
ავსტრიული კომპანია Refurbed-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერაციების ხელმძღვანელი: ქართველებს BPO სექტორში დასაქმებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა აქვთ -დიდი შანსია, რომ ჩემი კომპანიისთვის შემდეგი ლოკაცია საქართველო იყოსიმედინიუსი

ქართველებს BPO სექტორში დასაქმებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა აქვთ, - ამბობს ავსტრიული კომპანია Refurbed-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერაციების ხელმძღვანელი კორინა ამზა.

მისი თქმით, საერთაშორისო BPO კომპანიებისთვის საქართველო მიმზიდველი მიმართულებაა.

„ვფიქრობ, საერთაშორისო BPO კომპანიებისთვის აქ განსაკუთრებით მიმზიდველია უცხო ენების ცოდნის დონე და კვალიფიციური კადრები. ამასთან, ბიზნესის დაწყებაც საკმაოდ მარტივია. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა კადრების მოძიება არა მხოლოდ ოპერატორების, არამედ პროექტების მართვისა და IT მიმართულებითაც. ვფიქრობ, საქართველოში ამ მხრივ დიდი პოტენციალია“, - ამბობს კომპანია Refurbed-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერაციების ხელმძღვანელი, რომელიც იმ ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორში მოქმედი 12 საერთაშორისო კომპანიიდან ერთ-ერთა, რომლებიც ქვეყანას ინვესტიციების სააგენტოს მოწვევით სტუმრობს.

კორინა ამზა არ გამორიცხავს, რომ Refurbed-ის შემდეგი ლოკაცია საქართველო იყოს.

„დიახ, ვფიქრობ, დიდი შანსია, რომ ჩემი კომპანიისთვის შემდეგი ლოკაცია საქართველო იყოს. ასევე, ვთანამშრომლობ საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებიც BPO ოპერაციებს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ. მაგალითად, შესაძლებელია ოპერაციების ფილიპინებიდან საქართველოში გადმოტანაც. ესეც ერთ-ერთი შესაძლებლობაა. ძალიან მომეწონა ინვესტიციების სააგენტოს პრეზენტაცია. განსაკუთრებით საინტერესო იყო ინფორმაცია საქართველოში არსებული საკადრო პოტენციალის, ბიზნესის დაწყების სიმარტივისა და იმის შესახებ, თუ როგორ იზრდება და ვითარდება ქვეყანა. ასევე, საინტერესო იყო საქართველოს შრომითი კანონმდებლობის გაცნობა. ჩემთვის საინტერესო იყო უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციაც. მაგალითად, განსაკუთრებით მაინტერესებს საერთო სამუშაო სივრცეები“, - აღნიშნა Refurbed-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერაციების ხელმძღვანელი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტო საქართველოში ბიზნესპროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორში მოქმედ 12 საერთაშორისო კომპანიას მასპინძლობს. საინვესტიციო ტურის მიზანია, საერთაშორისო კომპანიებს საქართველოში საქმიანობის დაწყებისა და გაფართოების შესაძლებლობები გააცნოს და ხელი შეუწყოს ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და სამუშაო ადგილების შექმნას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოავსტრიული კომპანია Refurbed-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერაციების ხელმძღვანელი: ქართველებს BPO სექტორში დასაქმებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა აქვთ. დიდი შანსია, ჩემი კომპანიისთვის შემდეგი ლოკაცია საქართველო იყოს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვფიქრობ, საერთაშორისო BPO კომპანიებისთვის აქ განსაკუთრებით მიმზიდველია უცხო ენების ცოდნის დონე და კვალიფიციური კადრები. ამასთან, ბიზნესის დაწყებაც საკმაოდ მარტივია. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა კადრების მოძიება არა მხოლოდ ოპერატორების, არამედ პროექტების მართვისა და IT მიმართულებითაც. ვფიქრობ, საქართველოში ამ მხრივ დიდი პოტენციალია“
„დიახ, ვფიქრობ, დიდი შანსია, რომ ჩემი კომპანიისთვის შემდეგი ლოკაცია საქართველო იყოს. ასევე, ვთანამშრომლობ საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებიც BPO ოპერაციებს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ. მაგალითად, შესაძლებელია ოპერაციების ფილიპინებიდან საქართველოში გადმოტანაც. ესეც ერთ-ერთი შესაძლებლობაა. ძალიან მომეწონა ინვესტიციების სააგენტოს პრეზენტაცია. განსაკუთრებით საინტერესო იყო ინფორმაცია საქართველოში არსებული საკადრო პოტენციალის, ბიზნესის დაწყების სიმარტივისა და იმის შესახებ, თუ როგორ იზრდება და ვითარდება ქვეყანა. ასევე, საინტერესო იყო საქართველოს შრომითი კანონმდებლობის გაცნობა. ჩემთვის საინტერესო იყო უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციაც. მაგალითად, განსაკუთრებით მაინტერესებს საერთო სამუშაო სივრცეები“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საქართველოში 12 საერთაშორისო კომპანიის საინვესტიციო ტური მიმდინარეობს - ინვესტიციების სააგენტოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები