საკონსტიტუციო სასამართლო ნიკა გვარამიას პარტიის ახსნა-განმარტებას ისმენს
საკონსტიტუციო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებებს ისმენენ, სადაც პარტია ცდილობს დაამტკიცოს, რომ აკრძალვას არ ექვემდებარება.

საკონსტიტუციო სასამართლო ნიკა გვარამიას პარტიის ახსნა-განმარტებას ისმენს. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ცდილობს ამტკიცოს, რომ აკრძალვას არ ექვემდებარება.
მაია კოპალეიშვილი მეექვსე სხდომას ესწრება და ამბობს, რომ ვერაფერი გაიგო.
მისი თქმით, ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის მოთხოვნა დამხობის მოთხოვნას არ უდრის მაშინ, როდესაც ოპოზიცია ხელისუფლების ცვლილებისთვის სწორედ დამხობისკენ მოწოდებებს აკეთებდა. კოპალეიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ მანდატებზე უარი და პარლამენტის ბოიკოტი ოპოზიციისთვის კონსტიტუციური უფლებაა. პარალელურად, აქვთ პრეტენზია იმის თაობაზე, ბოიკოტის საკუთარი ნებით გამოცხადების პარალელურად, რატომ არ იყვნენ მათი პარტიის წარმომადგენლები პარლამენტში საგამოძიებო წევრებს შორის.
სხდომაზე ასევე მოუსმინეს თენგო თევზაძის ახსნა-განმარტებებს, რომელმაც კონკრეტული მუხლების გარდა ისაუბრა ნიკა გვარამიას განცხადებაზე და ლიდერის განცხადების გამართლებას შეეცადა, როცა ნიკა გვარამიამ ოკუპირებულ ტერიტორიებს ტრავმული მეხსიერება უწოდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…