ლევან მახაშვილი: იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო სრულად დააკმაყოფილებს ჩვენს საჩივარს
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია საკონსტიტუციო ნორმებს არღვევდა და იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო 5 პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელს სრულად დააკმაყოფილებს.

იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო სრულად დააკმაყოფილებს ჩვენს საჩივარს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მიერ საკონსტიტუციო ნორმების დარღვევა ძალიან ძვირად დაუჯდა როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების ფართო ფენებს.
„ჩვენი გადმოსახედიდან, ისინი [რადიკალური ოპოზიცია] უხეშად და განგრძობით ვადაში, არღვევდნენ საკონსტიტუციო ნორმებს. ეს ძალიან ძვირად დაუჯდა როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოების ფართო ფენებს. ჩვენი სამართლებრივი არგუმენტები მკაფიოდ იყო გამყარებული და მეორეს მხრივ, ვხედავდით პოლიტიკურ შოუს, მცდელობას, რომ პასუხისმგებლობას გაჰქცეოდნენ და სამართლებრივი არგუმენტები გადაეფარათ გარკვეული აბსურდული შეფასებებით. იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო სრულად დააკმაყოფილებს ჩვენს საჩივარს“, - აღნიშნა მახაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა დღეს გაგრძელდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…