ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისის საარქივო ფილმების V საერთაშორისო ფესტივალი „მაგდანას ლურჯამ“ გახსნა

იუსტიციის სამინისტრო

ეროვნული არქივის კინოთეატრში თბილისის საარქივო ფილმების V საერთაშორისო ფესტივალი ციფრულად რესტავრირებული „მაგდანას ლურჯას“ ჩვენებით გაიხსნა, სადაც 12 ქვეყნის კინოინსტიტუციის პროგრამებია წარმოდგენილი.

თბილისის საარქივო ფილმების V საერთაშორისო ფესტივალი „მაგდანას ლურჯამ“ გახსნა
თბილისის საარქივო ფილმების V საერთაშორისო ფესტივალი „მაგდანას ლურჯამ“ გახსნაიმედინიუსი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი წელს მეხუთედ გაიხსნა. ინფორმაციას ეროვნული არქივი აქვეყნებს.

ღონისძიების თემაა „აღდგენილი მეხსიერება: არქივები ტექნოლოგიების ეპოქაში“. 28, 29 და 30 ოქტომბერს მაყურებელი სხვადასხვა ქვეყნის 12 კინო ინსტიტუციის ციფრულად რესტავრირებულ საარქივო ფილმებს იხილავს. წარმოდგენილი იქნება საქართველოს, მალტის, ესპანეთის, ესტონეთის, პორტუგალიის, უნგრეთის, ბულგარეთის, ხორვატიის, საფრანგეთის კინოპროგრამები.

ფესტივალი ეროვნული არქივის ჩვენებით – თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის მხატვრული ფილმით „მაგდანას ლურჯა“ – გაიხსნა. 1955 წელს გადაღებულმა ფილმმა 1956 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ნომინაციაში პრიზი მოიპოვა. „მაგდანას ლურჯას“ ციფრული რესტავრაცია ეროვნულ არქივში 2026 წელს განხორციელდა.

წელს პირველად, თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალს ჰყავს „საპატიო სტუმარი“ – საფრანგეთის კინოთეკა. ფრანგული კინოინსტიტუციის პროგრამის კურატორი პოლინ დე რეიმონი თბილისს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მოწვევით სტუმრობს. ფესტივალის განმავლობაში ის ქართველ მაყურებელს 1928-1964 წლებში გადაღებულ სამ ფრანგულ მხატვრულ ფილმს წარუდგენს.

ღონისძიებაზე ასევე ნაჩვენები იქნება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და აჭარის მუზეუმის ბათუმის სულიკო ჟღენტის სახელობის კინოს მუზეუმის პროგრამები.

ფესტივალი ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნა. მაყურებელს მიმართეს საფრანგეთის კინოთეკის პროგრამის კურატორმა პოლინ დე რეიმონმა, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის კინოხელოვნების პოპულარიზაციის სამსახურის უფროსმა მანანა სურაძემ და ეროვნული არქივის კინოფოტოფონო დოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ.

თბილისის საარქივო ფილმების V საერთაშორისო ფესტივალი 30 ოქტომბერს დაიხურება.

კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოეროვნული არქივის კინოთეატრში თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი წელს მეხუთედ გაიხსნა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ეროვნული არქივის კინოთეატრში თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი წელს მეხუთედ გაიხსნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები