ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვარშავის კინოთეატრ „ილუზიონში“ ქართული მულტიპლიკაციური ფილმების ჩვენება მოეწყო

იუსტიციის სამინისტრო

ვარშავის კინოთეატრ „ილუზიონში“, ანიმაციების მე-3 საერთაშორისო ფესტივალზე, საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული და ციფრულად აღდგენილი ქართული მულტიპლიკაციური ფილმების ჩვენება გაიმართა.

ვარშავის კინოთეატრ „ილუზიონში“ ქართული მულტიპლიკაციური ფილმების ჩვენება მოეწყო
ვარშავის კინოთეატრ „ილუზიონში“ ქართული მულტიპლიკაციური ფილმების ჩვენება მოეწყოიმედინიუსი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივში დაცული ანიმაციური ფილმები ვარშავაში, პოლონეთის ეროვნული აუდიოვიზუალური ინსტიტუტის (FINA) მიერ ორგანიზებულ ანიმაციების მე-3 საერთაშორისო ფესტივალზე იყო ნაჩვენები. ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

კრაკოვის ანიმაციური ფილმების სტუდიის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ამ ღონისძიების სპეციალური სექცია სახელწოდებით „ქართული ანიმაციური ფილმები ბავშვებისთვის“ ვარშავის კინოთეატრ „ილუზიონში“ (Kino Iluzjon) მოეწყო.

კინოჩვენებაზე მაყურებელმა იხილა ქართული მულტიპლიკაციური ფილმები: „სამი მეზობელი“ (1966, რეჟისორი ვახტანგ ბახტაძე); „ბრაკონიერები ფათერაკებში“ (1974, რეჟისორი გოგი კასრაძე); „ყურშა გაყოყოჩდა“ (1984, რეჟისორი გაბრიელ ლავრელაშვილი); „ლოკოკინა“ (1986, რეჟისორი ვახტანგ ბახტაძე); „სანუკვარი ოცნება“ (1989, რეჟისორი კონსტანტინე მაცაბერიძე).

35-მილიმეტრიანი ფირებიდან საქართველოს ეროვნულ არქივში ციფრულ მატარებელზე გადატანილი და აღდგენილი ეს ფილმები წარმოდგენილი იყო ქართულ ენაზე, პოლონური სუბტიტრებით.

ღონისძიების ფარგლებში ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორი გიორგი კაკაბაძე პოლონეთის ეროვნული აუდიოვიზუალური ინსტიტუტის წარმომადგენლებს - ჯოანა პოგორზელსკასა და მიხალ მროზს - შეხვდა და მათთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის 4-8 ნოემბერს FINA-ს მიერ ორგანიზებულ უხმო ფილმების ფესტივალზე კინოთეატრ „ილუზიონში“ ნაჩვენები იქნება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული და ციფრულად რესტავრირებული დოკუმენტური ფილმი „დილის 10 წუთი“.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტიბეტში მიწისძვრის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და 54 დაშავდაწაიკითხე

უახლესი ამბები