თბილისის საარქივო ფილმების V საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ქართველ მაყურებელს ფრანგული კინოკლასიკა საფრანგეთის სინემათეკის წარმომადგენელმა წარუდგინა
თბილისის საარქივო ფილმების V საერთაშორისო ფესტივალზე საფრანგეთის სინემათეკის წარმომადგენელმა პოლინ დე რეიმონმა მაყურებელს ფრანგული კინოკლასიკა წარუდგინა, გახსნაზე კი აღდგენილი ქართული ფილმები აჩვენეს.

თბილისის საარქივო ფილმების V საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ქართველ მაყურებელს ფრანგული კინოკლასიკა საფრანგეთის სინემათეკის წარმომადგენელმა და პროგრამების კურატორმა პოლინ დე რეიმონმა წარუდგინა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ის ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებსაც შეხვდა და ფრანგული კინოს განვითარებასა და სინემათეკის კოლექციაში დაცულ ფილმებზე ილაპარაკა.
ფესტივალის გახსნაზე მაყურებელმა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ აღდგენილი ორი ქართული ფილმი „მაგდანას ლურჯა“ და „XIX საუკუნის ქართული ქრონიკები“ იხილა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…