ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ არანაირი ე.წ. სამოქალაქო სექტორი საქართველოში არც არსებობდა ამ მდიდარი ენჯეოების სახით - დავით მათიკაშვილი​ გიგაური-ჩერგოლეიშვილის დაპირისპირებაზე

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველონაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

დეპუტატ დავით მათიკაშვილის მტკიცებით, არასამთავრობო სექტორი და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი მთლიანი პოლიტიკური სხეული იყო, რომლის მიზანიც გარე დამკვეთების დავალებების შესრულება წარმოადგენდა.

"კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ყველაფრით, რომ არანაირი ე.წ. სამოქალაქო სექტორი საქართველოში არც არსებობდა ამ მდიდარი ენჯეოების სახით", - ამ განცხადებით პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში ეკა გიგაურის პოსტს ეხმაურება, რომელსაც დაპირისპირება მოყვა.

საუბარია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორის facebook პოსტზე, სადაც მან წუხილი გამოთქვა, რომ ოპოზიცია მას შემდეგ დასუსტდა, რაც კონკრეტული ჯგუფების გარიყვა დაიწყეს. აღნიშნულ წერილს გამოეხმაურა თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელმაც ეკა გიგაური გააკრიტიკა.

დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში დაპირისპირების შესახებ აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და "ნაციონალური მოძრაობა" ერთიან პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდნენ.

"პრინციპში, ეს ე.წ. ენჯეო სექტორი და "ნაცმოძრაობა" იყო ერთი მთლიანი პოლიტიკური სხეული, რომლის მიზანსაც გარე დამკვეთების დავალებების შესრულება წარმოადგენდა. ერთნი თითქოსდა სამოქალაქო სექტორიდან, ხოლო მეორენი უკვე პოლიტიკური ასპარეზიდან ცდილობდნენ ამ ყველაფრის განხორციელებას. 2012 წლამდე ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, წარმატებით გამოსდიოდათ და ჩვენ ვნახეთ ქვეყანა რა დღეში ჩააგდეს, სადამდე მიიყვანეს საქართველო და ქართველი ხალხი. 2012 წლის შემდგომ ქართველი ხალხის დამსახურებით, "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტიდან ე.წ. ოპოზიციაში გადაინაცვლა და აქაც არსად არ დაინდეს საკუთარი ქვეყანა, სადაც კი შეეძლოთ", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ყველაფრით, რომ არანაირი ე.წ. სამოქალაქო სექტორი საქართველოში არც არსებობდა ამ მდიდარი ენჯეოების სახით“
დავით მათიკაშვილი
„პრინციპში, ეს ე.წ. ენჯეო სექტორი და "ნაცმოძრაობა" იყო ერთი მთლიანი პოლიტიკური სხეული, რომლის მიზანსაც გარე დამკვეთების დავალებების შესრულება წარმოადგენდა. ერთნი თითქოსდა სამოქალაქო სექტორიდან, ხოლო მეორენი უკვე პოლიტიკური ასპარეზიდან ცდილობდნენ ამ ყველაფრის განხორციელებას. 2012 წლამდე ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, წარმატებით გამოსდიოდათ და ჩვენ ვნახეთ ქვეყანა რა დღეში ჩააგდეს, სადამდე მიიყვანეს საქართველო და ქართველი ხალხი. 2012 წლის შემდგომ ქართველი ხალხის დამსახურებით, "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტიდან ე.წ. ოპოზიციაში გადაინაცვლა და აქაც არსად არ დაინდეს საკუთარი ქვეყანა, სადაც კი შეეძლოთ“
დავით მათიკაშვილი
„და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტიდან ე.წ. ოპოზიციაში გადაინაცვლა და აქაც არსად არ დაინდეს საკუთარი ქვეყანა, სადაც კი შეეძლოთ“
დავით მათიკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გურამ მაჭარაშვილი ეკა გიგაურისა და თამარ ჩერგოლეიშვილის დაპირისპირებაზე: ეს ვითომ „ენჯეო“ და ვითომ ოპოზიცია, უფრო სწორად, „ნაცმოძრაობა“ და ნაცაგენტურა, თავიდან ბოლომდე ერთნი იყვნენ. ამას არც უარყოფდნენ არასდროსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები