ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზარი მათივე თხოვნით შედგა, ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ევროპელებს მოლაპარაკებების პროცესში რაიმე ფორმით ჩართვა სურთ - სერგეი ლავროვი

სერგეი ლავროვის განცხადებით, ევროპელ ლიდერებს მოლაპარაკებების პროცესში რაიმე ფორმით ჩართვა სურთ, თუმცა გაუგებარია, რა პოზიციით. აბუ-დაბიში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის შეხვედრა იგეგმება, ხოლო დონალდ ტრამპმა პუტინსა და ზელენსკის შეხვედრა დააანონსა.

ამერიკის შეერთებული შტატების, უკრაინისა და რუსეთის მომლაპარაკებლების სამმხრივი შეხვედრა აბუ-დაბიში უახლოეს მომავალში გაიმართება. მანამდე ფინეთის პრეზიდენტმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს.

დიალოგის მიზანი ამერიკის შუამავლობით დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ რუსეთის პრეზიდენტისთვის უკრაინის პოზიციის გაცნობა იყო.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, ზარი ევროპელი ლიდერების თხოვნით განხორციელდა.

"ზარი მათივე თხოვნით შედგა. საუბრის ოფიციალურ დეტალებს ჯერ არ გავცნობივარ, თუმცა, როგორც ჩანს, ახალი არც იქ თქმულა რამე. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ევროპელებს მოლაპარაკებების პროცესში რაიმე ფორმით ჩართვა სურთ. თუმცა, სრულიად გაუგებარია, თუ რა პოზიციით აპირებენ ისინი ამ პროცესში ჩართვას", - აცხადებს სერგეი ლავროვი.

პარალელურად, დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა დაუანონსა. განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვფიქრობ რუსეთ-უკრაინის საკითხზე დიდ პროგრესს მივაღწევთ. ძალიან მალე დაინიშნება შეხვედრა და მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს - დონალდ ტრამპიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები