ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ზამურ ჭითანავამ 2025-2026 სასწავლო წლის წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა

ბოლნისის მერმა ზამურ ჭითანავამ წარმატებულ და ვეტერან სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მადლობის სიგელები და თასები გადასცა. ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილი სპორტსმენებისა და საპატიო მოქალაქის ხსოვნას.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ზამურ ჭითანავამ 2025-2026 სასწავლო წლის წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ზამურ ჭითანავამ 2025-2026 სასწავლო წლის წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვაიმედინიუსი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ზამურ ჭითანავამ 2025-2026 სასწავლო წლის წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა. ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბოლნისის საპატიო მოქალაქისა და ანსამბლ „იმედის“ ხელმძღვანელის, ლაურა დურგლიშვილის, აგრეთვე გარდაცვლილი სპორტსმენების, გიორგი მიქაცაძისა და ნინი მამარდაშვილის ხსოვნას.

მერმა ზამურ ჭითანავამ და მერის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძემ, სპორტსმენებს სიტყვით მიმართეს, სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს, ასევე, მოქმედ და ვეტერან სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი სვანიძესთან ერთად მადლობის სიგელები და თასები გადასცეს.

ღონისძიების ფარგლებში ნომინაციებში გამარჯვებული სპორტსმენებიც დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი გასვიანი, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი კობა ჟღენტი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნონა რეხვიაშვილი და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნონა ყაველაშვილი.

ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ღვაწლმოსილი პედაგოგებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები