ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილე სტაჟიორებს შეხვდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეხვდა. მერიის ცნობით, უწყებაში ამ ეტაპზე 5 სტაჟიორი გადის პრაქტიკას.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილე სტაჟიორებს შეხვდა. ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას ავრცელებს.
მერმა სტაჟიორებისგან უშუალოდ მოისმინა ინფორმაცია სტაჟირების მიმდინარეობის, მათი საქმიანობის შესახებ და ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა.
მუნიციპალიტეტის მერის თქმით, აღნიშნული პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ საჯარო სექტორის საქმიანობას, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და განივითარონ პროფესიული უნარები. მიღებული ცოდნა და გამოცდილება კი საკუთარი მუნიციპალიტეტის განვითარებას მოახმარონ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირებას 5 სტაჟიორი გადის.
შეხვედრას მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი გასვიანი ესწრებოდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.