მკვლელობა ქორწილში - 24 წლის კაცის მკვლელობისთვის ძებნილი კახეთში დააკავეს
პოლიციამ 24 წლის გურამ ბოიკოს განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი სიღნაღის რაიონში დააკავა. შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა სოფელ ლისში რესტორნის მიმდებარედ ახალგაზრდას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

24 წლის გურამ ბოიკოს განზრახ მკვლელობის ბრალდებით, პოლიციამ წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, სოფელ ლისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების დროს ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შსს ამბობს, რომ დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
ბრალდებული სიღნაღის რაიონში დააკავეს:
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული, ცხელ კვალზე, კახეთში, სიღნაღის რაიონში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…