25 წლის ახალგაზრდა კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
თბილისში, რესტორან „ლისი მერეში“ ძმის ქორწილში მყოფი 25 წლის გურამ ბოიკო მოკლეს; ახლობლების ინფორმაციით, იგი დაპირისპირებულთა გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.

თბილისში 25 წლის გურამ ბოიკო ცივი იარაღით მოკლეს.
ინფორმაცია გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ადგილობრივებმა მიაწოდეს.
ბოიკო წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორიდან იყო.
მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ თბილისში, რესტორან “ლისი მერეში”, ძმის ქორწილში იმყოფებოდა.
მათი თქმით, სუფრასთან ახალგაზრდებს შორის დაწყებული დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
ბოიკო ინციდენტის მონაწილეების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც მას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.
გამოცემას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება 108- ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…