თბილისში კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
თბილისში, ძმის ქორწილში ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს გურამ ბოიკო, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, მოჩხუბრების გაშველებას ცდილობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო და სავარაუდო დამნაშავეს ეძებს.

„ეს დიდი ბედნიერება გვექცა ტრაგედიად“, - დაწერა „ფეისბუკში“ მოკლული გურამ ბოიკოს დეიდამ.
გარდაცვლილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორიდან იყო - ადგილობრივი გამოცემა, „მთავარი ამბები კახეთიდან“ ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ კონფლიქტი სუფრასთან დაიწყო: „ბოიკო ინციდენტის მონაწილეების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც მას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს“.
„ლისი მერეს“ მფლობელი, თამაზ ნამიჭეიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ როგორც ყველა სხვა ქორწილში, გუშინაც ის რესტორნის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
„გვიანი იყო. დაცვის თანამშრომლები გვყავს, მაგრამ შიგნით არაფერი მომხდარა. სტუმრებმაც არ იცოდნენ... ვერაფერი გაიგეს, სანამ პოლიცია და სასწრაფო არ მოვიდა... ყველა კამერის ჩანაწერი ამოღებული აქვს პოლიციას“, - ამბობს რესტორნის მფლობელი.
მისი თქმით, მკვლელობა რესტორნის მოშორებით მოხდა: „კადრები რომ ნახეს, ჩვენი კამერები ვერ უყურებდა, არ ჩანდა“.
გურამ ბოიკო სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სავარაუდო მკვლელი ამავე ქორწილის სტუმარი იყო - პოლიცია მას ეძებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ეს დიდი ბედნიერება გვექცა ტრაგედიად“
„ბოიკო ინციდენტის მონაწილეების გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც მას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს“
„გვიანი იყო. დაცვის თანამშრომლები გვყავს, მაგრამ შიგნით არაფერი მომხდარა. სტუმრებმაც არ იცოდნენ... ვერაფერი გაიგეს, სანამ პოლიცია და სასწრაფო არ მოვიდა... ყველა კამერის ჩანაწერი ამოღებული აქვს პოლიციას“
„კადრები რომ ნახეს, ჩვენი კამერები ვერ უყურებდა, არ ჩანდა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…