პოლიციამ კახეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
კახეთში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და კულტივირების ბრალდებით 3 პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, ამოღებულია მარიხუანა და კანაფი, ხოლო დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტებზე, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
"სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილის, საცხოვრებელი სახლის ეზოს და დროებით სარგებლობაში არსებული ფერმის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, მათ შორის, "მარიხუანა" და მცენარე "კანაფი".
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…