„ქუთაისის აეროპორტსა“ და „წითელ ხიდზე“ ₾167 ათასის დაუდეკლარირებელი ოქროს შემოტანის 8 ფაქტი აღიკვეთა| RS
ქუთაისის აეროპორტსა და წითელ ხიდზე მებაჟეებმა 166 681 ლარის ღირებულების 696 გრამი არადეკლარირებული ოქროს შემოტანის 8 ფაქტი აღკვეთეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, 5 მოქალაქე ჯამში 44 305 ლარით დაჯარიმდა, სამის საქმე კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - "ქუთაისის აეროპორტი“ და "წითელი ხიდი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 8 ფაქტი აღიკვეთა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 696 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
აღნიშნული არადეკლარირებული ოქროს საერთო საბაჟო ღირებულებამ - 166 681 ლარი შეადგინა.
3 მოქალაქის საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 5 კანონდამრღვევი მოქალაქე საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით ჯამში - 44 305 ლარით დაჯარიმდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…