შეხვედრა Tether-ის ხელმძღვანელობასთან - მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში კომპანიის საინვესტიციო გეგმები განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი კომპანია Tether-ის ხელმძღვანელობას შეხვდა. მხარეებმა საქართველოში ფინტექის სექტორის განვითარება და კომპანიის მიმდინარე თუ სამომავლო საინვესტიციო პროექტები განიხილეს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მსოფლიოს უდიდესი პლატფორმის, Tether-ის თავმჯდომარეს, მთავარ აქციონერს და დელეგაციის წევრებს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში ფინტექის სექტორის განვითარებაზე, საინვესტიციო გარემოსა და Tether-ის მიერ საქართველოში განხორციელებულ, მიმდინარე და სამომავლო საინვესტიციო პროექტებზე იმსჯელეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…