ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ციფრული ტექნოლოგიების განვითარებისა და სექტორის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები განიხილეს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებს შეხვდაიმედინიუსი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით მიმდინარე პროცესებზე, გამოწვევებზე და არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს სექტორის განვითარების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებსა და ინიციატივებთან დაკავშირებული საკითხები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სექტორს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს და სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია გააგრძელოს ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ხელს შეუწყობს სექტორის მდგრად განვითარებას, საერთაშორისო კომპანიების მხარდაჭერას, ინოვაციური კომპანიების გაძლიერებასა და საერთაშორისო მასშტაბით მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას.

შეხვედრაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ მიიღეს მონაწილეობა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.