პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც ციფრული ტექნოლოგიების განვითარება და სექტორის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები განიხილეს.

მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
პირველი არხი

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით მიმდინარე პროცესებზე, გამოწვევებზე და არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს სექტორის განვითარების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებსა და ინიციატივებთან დაკავშირებული საკითხები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სექტორს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს და სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია გააგრძელოს ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ხელს შეუწყობს სექტორის მდგრად განვითარებას, საერთაშორისო კომპანიების მხარდაჭერას, ინოვაციური კომპანიების გაძლიერებასა და საერთაშორისო მასშტაბით მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებს შეხვდა
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ვიცე-პრემიერი გახდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები