ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მამუკა არეშიძე – ჩვენ ახლა ერთგვარ თამაშს ვაკვირდებით, როდესაც, ან დაისჯება რამდენიმე პარტია, ან ეს პროცესი გაიწელება, ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება არ წაადგება ქვეყანას, ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება

ნაციონალური მოძრაობა

ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, პარტიების შესაძლო დასჯა ქვეყნისთვის ცუდი პრეცედენტი იქნება. მისი თქმით, მიმდინარე პროცესი ერთგვარი თამაშია და არსებულ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლის შანსი არ გააჩნია.

მამუკა არეშიძე – ჩვენ ახლა ერთგვარ თამაშს ვაკვირდებით, როდესაც, ან დაისჯება რამდენიმე პარტია, ან ეს პროცესი გაიწელება, ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება არ წაადგება ქვეყანას, ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება
მამუკა არეშიძე – ჩვენ ახლა ერთგვარ თამაშს ვაკვირდებით, როდესაც, ან დაისჯება რამდენიმე პარტია, ან ეს პროცესი გაიწელება, ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება არ წაადგება ქვეყანას, ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნებაპირველი არხი

მგონია, რომ ჩვენ ახლა ერთგვარ თამაშს ვაკვირდებით, როდესაც, ან დაისჯება რამდენიმე პარტია, ან ეს პროცესი გაიწელება, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, საბოლოო ჯამში, ასეთი ტიპის რადიკალური გადაწყვეტილება არ არის მისაღები ჩვენი ქვეყნისთვის, არ წაადგება ქვეყანას და ამას თავისი ახსნა აქვს.

„ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება და იქნება ცუდი, რეზონანსული ჩვენთვის ისტორიული თვალსაზრისით მომავლისთვის. მგონია, რომ ერთგვარ თამაშს ვაკვირდებით ჩვენ ახლა, როდესაც, ან დაისჯება რამდენიმე პარტია, ყველა არა, ან ეს პროცესი გაიწელება კარგა ხნით, რადგან მუდმივად გამახვილდეს საზოგადოების ყურადღება იმ დანაშაულზე და დანაშაული ნამდვილად იყო, რომელიც ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომლის კვალსაც და შედეგებსაც დღესაც ვხედავთ“, – განაცხადა არეშიძემ.

შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ეს პროცესი ოპოზიციისთვის შესაძლოა, გარკვეულწილად, იქცეს ერთგვარად, საკუთარი სიმართლის დასაბუთების შესაძლებლობად, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში ძალიან გაჭირდება, დაასაბუთოს, სხვა პარტიებს კი, მიეცემათ საშუალება, გაემიჯნონ მაქსიმალურად დანაშაულებს, რომელიც ჩადენილი იყო.

„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ძალიან დაგვიანებულია ეს ყველაფერი, ამის გაკეთება ბევრად უფრო ადრე შეიძლებოდა და კოჰაბიტაციის იმ ხარისხის დაშვება არაფრით არ შეიძლებოდა, რაც იყო თავის დროზე. ვიცი, რომ ეს კოჰაბიტაცია დასავლური ინსტიტუტების ზეწოლით ხდებოდა გარკვეულწილად, მაგრამ ამან ჩვენში მახინჯი ფორმა მიიღო და ძალიან ბევრი რამ ჩავყლაპეთ ამომრჩეველმა, ზუსტად იმიტომ, რომ ამას გვეუბნებოდნენ. ეს არის ზეწოლის შედეგი. მე ვფიქრობ, არა მხოლოდ ზეწოლის შედეგი იყო, გარკვეული მოლაპარაკებაც ხდებოდა, როგორც ჩანს, ცალკეულ პიროვნებებსა და ხელისუფლების გარკვეულ სტრუქტურებში. სიტყვა კოჰაბიტაცია და სიტყვა პორტირება ჩვენ მიერ მოგონილი ხომ არ არის? ეს ჩვენ ყოფაში შემოვიდა ამ პერიოდში ზუსტად, განსაკუთრებით, სიტყვა პორტირება. მოკლედ, ასეა თუ ისეა, ყველაფრის გაკეთება შეიძლებოდა, თუნდაც წლების განმავლობაში, რათა საზოგადოებას არ გასჩენოდა ეს კითხვა, აქამდე სად ვიყავით“, – აღნიშნა არეშიძემ.

შეკითხვაზე, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც საქართველოში მიმდინარე აქციებზე ხდებოდა, რა შანსი აქვს ქართულ ოპოზიციას, გაიმეოროს სერბული შედეგი, რომელიც ხელისუფლებაში მართლმადიდებლური სიმბოლიკით მოვიდა და ორ საკითხზე ძალიან მკაფიო უარს ამბობს, დაუწესოს, ან დაეთანხმოს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და ოდესმე აღიაროს კოსოვოს დამოუკიდებლობა, მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ ქართული ოპოზიცია უკვე წლებია, ერთ წრეზე დადის, ამაში ერთი და იგივე ადამიანები არიან ჩართული, ლიდერებიც ერთი და იგივეა და აქედან გამომდინარე, პარიტეტი, რომელიც დღეს არის, არ დაირღვევა.

„ამ ოპოზიციას არ აქვს შანსი, რომ ეს ხელისუფლება შეცვალოს. ვთქვათ, ხელისუფლების შეცვლაზე მიდგა საქმე, ეს შეიძლება, მხოლოდ იმ ძალამ შეცვალოს, რომელსაც შეუძლია, მკაფიოდ გაემიჯნოს ვითარებას და ილაპარაკოს სხვა თემებზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის“, – განაცხადა არეშიძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ძალიან ცუდი პრეცედენტი იქნება და იქნება ცუდი, რეზონანსული ჩვენთვის ისტორიული თვალსაზრისით მომავლისთვის. მგონია, რომ ერთგვარ თამაშს ვაკვირდებით ჩვენ ახლა, როდესაც, ან დაისჯება რამდენიმე პარტია, ყველა არა, ან ეს პროცესი გაიწელება კარგა ხნით, რადგან მუდმივად გამახვილდეს საზოგადოების ყურადღება იმ დანაშაულზე და დანაშაული ნამდვილად იყო, რომელიც ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომლის კვალსაც და შედეგებსაც დღესაც ვხედავთ“
„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ძალიან დაგვიანებულია ეს ყველაფერი, ამის გაკეთება ბევრად უფრო ადრე შეიძლებოდა და კოჰაბიტაციის იმ ხარისხის დაშვება არაფრით არ შეიძლებოდა, რაც იყო თავის დროზე. ვიცი, რომ ეს კოჰაბიტაცია დასავლური ინსტიტუტების ზეწოლით ხდებოდა გარკვეულწილად, მაგრამ ამან ჩვენში მახინჯი ფორმა მიიღო და ძალიან ბევრი რამ ჩავყლაპეთ ამომრჩეველმა, ზუსტად იმიტომ, რომ ამას გვეუბნებოდნენ. ეს არის ზეწოლის შედეგი. მე ვფიქრობ, არა მხოლოდ ზეწოლის შედეგი იყო, გარკვეული მოლაპარაკებაც ხდებოდა, როგორც ჩანს, ცალკეულ პიროვნებებსა და ხელისუფლების გარკვეულ სტრუქტურებში. სიტყვა კოჰაბიტაცია და სიტყვა პორტირება ჩვენ მიერ მოგონილი ხომ არ არის? ეს ჩვენ ყოფაში შემოვიდა ამ პერიოდში ზუსტად, განსაკუთრებით, სიტყვა პორტირება. მოკლედ, ასეა თუ ისეა, ყველაფრის გაკეთება შეიძლებოდა, თუნდაც წლების განმავლობაში, რათა საზოგადოებას არ გასჩენოდა ეს კითხვა, აქამდე სად ვიყავით“
„ამ ოპოზიციას არ აქვს შანსი, რომ ეს ხელისუფლება შეცვალოს. ვთქვათ, ხელისუფლების შეცვლაზე მიდგა საქმე, ეს შეიძლება, მხოლოდ იმ ძალამ შეცვალოს, რომელსაც შეუძლია, მკაფიოდ გაემიჯნოს ვითარებას და ილაპარაკოს სხვა თემებზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
არჩილ გორდულაძე: უკრაინაში ბოლო 3 წელიწადში აიკრძალა 22 პარტია, მოლდოვაში 8 პარტია, ევროპაში ბოლო ათწლეულებში 150 პარტია. არ გამოვა, რომ იქ პარტიების აკრძალვა დემოკრატიის წინსვლა იყოს და საქართველოში - უკუსვლა. ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციურ წესრიგს!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები