ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დავით ჩიხელიძე ოპოზიციაზე: "დღევანდელი მოცემულობით სახეზე გვაქვს ერთი შეხედვით აშკარა დანაშაული და

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

ექსპერტი დავით ჩიხელიძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების ქმედებები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და შესაძლოა მათი იზოლირებაც გახდეს საჭირო. მისი თქმით, ოპოზიციის პოლიტიკური ველიდან ჩამოშორება ახალ პოლიტიკურ ჯგუფებს მისცემს საშუალებას, დაიკავონ ეს ნიშა.

დავით ჩიხელიძე ოპოზიციაზე: "დღევანდელი მოცემულობით სახეზე გვაქვს ერთი შეხედვით აშკარა დანაშაული და
დავით ჩიხელიძე ოპოზიციაზე: "დღევანდელი მოცემულობით სახეზე გვაქვს ერთი შეხედვით აშკარა დანაშაული დაPOSTV

“დღევანდელი მოცემულობით, სახეზე გვაქვს ერთი შეხედვით აშკარა დანაშაული და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს მათი ქმედებები. ეს ძალები არა თუ პოლიტიკაში უნდა იყვნენ, არამედ უნდა იყვნენ იზოლირებული, მათ შორის შესაძლოა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში”, – განაცხადა ექსპერტმა დავით ჩიხელიძემ ოპოზიციური პარტიების მიმართ შეტანილ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას.

მისივე თქმით, თუ ეს ადამიანები პოლიტიკას ჩამოშორდებიან, ავტომატურად გამოჩნდება გარკვეული ნიშა, რომლის შევსებაც უფრო მარტივი იქნება ახალი პოლიტიკური ჯგუფებისთვის.

„დღევანდელი მოცემულობით, ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც რაიმე გაერთიანება მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ, შესაძლოა, ვიღაც იყო ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც იმ მომენტში დგამდა პირველ ნაბიჯებს, მაგრამ იმდენი მოახერხა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომ დაშლის შემდეგ ეს პარტიაც ავტომატურად გაუქმებული იყო და „ნაცებთან“ იყო შეერთებული. არც ერთ ახალ პარტიას მათ არ მისცეს საშუალება, რომ დამოუკიდებელი თამაში ეთამაშათ.

თუ ესენი აღარ იქნებიან პოლიტიკურ ველზე და მე აშკარად ვხედავ იმ დანაშაულის ნიშნებს, რაც მათ საქმიანობაში წარსულში იყო, უფრო მარტივად მოხდება გარკვეული ძალების მიერ ამ ნიშის დაკავება და შესაძლოა, ჩვენ მართლაც ვნახოთ ახალი პოლიტიკური პარტიები, რომელთა შეხედულებები იქნება იმ ამომრჩევლის შეხედულებებთან ახლოს, რომელიც არის გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, ან კრიტიკულად არის განწყობილი როგორც ოპოზიციის მიმართ, ასევე „ქართული ოცნების“ მიმართ“, – აღნიშნა დავით ჩიხელიძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით ჩიხელიძე: თუ საბოლოოდ დადგება შედეგი, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიები აიკრძალება, ეს მხოლოდ გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. წინა პლანზე გამოვლენ ახალი მოთამაშეები, რომელთაც განვითარების ბევრად უფრო მაღალი შესაძლებლობა ექნებათწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები