“ამ დუქნის ლომს აგინა მთელმა საქართველომ და ახლა შოკშია და სულიერი ფუფუა სტკივა” – პაატა შამუგია
პოეტი პაატა შამუგია სოციალურ ქსელში ეხმიანება იტალიიდან საქართველოში ჩამოსული და ირაკლი ზარქუასთან ერთად ფოტოს გადამღები პპირის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. შამუგიას თქმით, ამ ადამიანმა კრიტიკა და ლანძღვა მიიღო საზოგადოებისგან, რის გამოც შოკშია და იტალიაში დაბრუნებას აპირებს, თუმცა ვიდეოში მთელ ერს შურიანები უწოდა.

პოეტი, პაატა შამუგია:
ერთ ქართველ კაცს იტალიაში დუქანი ჰქონია და ახლა ჩამოსულა საქართველოში – პირველად 1989 წლის მერე. გადაუღია ფოტო ზარქუასთან, აბუ-დაბიში ოჯახის სიწმინდეს რომ იცავდა, იმასთან. სხვა ქოცებთანაც უპოზიორია. ამ დუქნის ლომს აგინა მთელმა საქართველომ და ახლა შოკშია და სულიერი ფუფუა სტკივა – ვბრუნდები იტალიაში, ამდენი სტრესი ცხოვრებაში არ მიგრძნიაო. თანო, ქოცი არ ვარო, მეც ვაპროტესტებ რაღაცებსო :დ რაც მთავარია, ჩაუწერია ვიდეო (ბოლომდე ვუსმინე :დ), რომელშიც სულ შურიანები გვეძახა მთელ ქვეყანას, მართლა მთელ ერს გვეძახა ეგრე :დ
კი, ოქრო, ზარქუასთან ფოტო რომ გადაიღე, ეგ შეშურდა მთელ ქვეყანას
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.