არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს სარჩელი დაჩქარებული წესით მიღებული კანონის საფუძველზე შევიდა
არჩილ გორდულაძე ლევან ბეჟაშვილის განცხადებას პასუხობს და ამტკიცებს, რომ სარჩელი არა დაჩქარებული წესით მიღებულ ახალ კანონს, არამედ წლების განმავლობაში მოქმედ ნორმებს ეფუძნება.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ლევან ბეჟაშვილის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს სარჩელის შეტანა დაჩქარებული წესით მიღებულ ახალ კანონს ეფუძნება, სიცრუეა.
მისი თქმით, სარჩელი იმ ნორმების საფუძველზეა მომზადებული, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობაში უკვე მრავალი წელია მოქმედებს და მასში არცერთი ახალი ნორმა არ არის მითითებული.
„ტყუილია, რომ სარჩელის შეტანამდე დაჩქარებული წესით მიღებული კანონის საფუძველზე მოხდა სარჩელის შეტანა.
სინამდვილეში: სარჩელის შეტანა იმ ნორმების საფუძველზე განხორციელდა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობაში უკვე მრავალი წელია მოქმედებს და სარჩელის საფუძვლად არცერთი ახალი ნორმა არ არის მითითებული“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ციტატები სტატიიდან
„ტყუილია, რომ სარჩელის შეტანამდე დაჩქარებული წესით მიღებული კანონის საფუძველზე მოხდა სარჩელის შეტანა. სინამდვილეში: სარჩელის შეტანა იმ ნორმების საფუძველზე განხორციელდა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობაში უკვე მრავალი წელია მოქმედებს და სარჩელის საფუძვლად არცერთი ახალი ნორმა არ არის მითითებული“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…