ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისის ფინანსური სამიტი - 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ორი დღის განმავლობაში საქართველოში ფინანსური ტექნოლოგიებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარებაზე იმსჯელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი

თბილისში ეროვნული ბანკის ორგანიზებით ფინანსური სამიტი გაიხსნა, სადაც 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი ფინანსური ტექნოლოგიებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარებაზე მსჯელობს. ფორუმის მონაწილეებს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გააცნო.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მზარდი როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვა, როგორც სექტორის კონკურენტიანობის განმსაზღვრელი ფაქტორი, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ქვეყნის რეგიონული ფინანსური ცენტრის პოტენციალის გაძლიერება - პრემიერ-მინისტრმა თბილისის ფინანსური სამიტის მონაწილეებს, ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და საფინანსო სექტორის განვითარებისთვის განხორციელებული რეფორმები გააცნო.

ფინანსური სამიტი, საერთაშორისო ფინანსურ და ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში, საქართველოს პოზიციების გაძლიერების საუკეთესო შესაძლებლობაა. მსგავსი ღონისძიებები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, ფინანსური ინოვაციების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და ქვეყნის ფინანსური და ტექნოლოგიური პლატფორმის პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენას უწყობს ხელს. თბილისში რიგით მეორე ფინანსური სამიტი ეროვნული ბანკის ორგანიზებით იმართება.

სამიტის ფარგლებში თემატური სესიები, პანელური დისკუსიები, სამუშაო და პროფესიული შეხვედრები იმართება. მსჯელობენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: რეგიონული ფინანსური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, ციფრული აქტივები, ღია ბანკინგი, ხელოვნური ინტელექტი და ფინანსური სისტემების კიბერუსაფრთხოება. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა სწორედ "რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარება პოლიტიკაა".

ფინანსური სამიტის ფარგლებში, 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი და 100-მდე მაღალი რანგის სპიკერი, ორი დღის განმავლობაში, ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაზე, რეგიონში ფინანსური ინფრასტრუქტურის დღის წესრიგზე და საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოების მნიშვნელობაზე იმსჯელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოდღეს, რიგით მეორე "თბილისის ფინანსური სამიტი" იწყება
  2. იმედინიუსისამთავრობო27-28 ოქტომბერს „თბილისის ფინანსური სამიტი“ გაიმართება
  3. იმედინიუსისამთავრობო„თბილისის ფინანსური სამიტი“ დაიწყო. LIVE
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ეკატერინე მიქაბაძემ "თბილისის ფინანსურ სამიტზე" საქართველოს საბანკო სექტორის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები