27-28 ოქტომბერს „თბილისის ფინანსური სამიტი“ გაიმართება
27-28 ოქტომბერს რიგით მეორე „თბილისის ფინანსური სამიტი“ იმართება, რომელიც 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტ წარმომადგენელსა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებს აერთიანებს.

დღეს, რიგით მეორე „თბილისის ფინანსური სამიტი“ იწყება, რომელიც ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ფინანსური ტექნოლოგიებისა და ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლებს გააერთიანებს. მასშტაბური საერთაშორისო სამიტის მთავარი თემაა „რეგიონული ფინანსური დერეფნების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში“.
წლევანდელ სამიტში, რომელიც 27-28 ოქტომბერს გაიმართება, 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი და 100-მდე მაღალი რანგის სპიკერი მიიღებს მონაწილეობას. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია თემატური სესიები, პანელური დისკუსიები, სამუშაო და პროფესიული შეხვედრები.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…