რუსეთს სასურსათო პროდუქციის ექსპორტის აკრძალვაზე გაცილებით ძლიერი იარაღი აქვს - გაზი|რომან გოცირიძე
რომან გოცირიძის განცხადებით, რუსეთს პროდუქციის აკრძალვაზე ძლიერი იარაღი აქვს — გაზი, რომლის წილიც ქვეყანაში საგანგაშოდ იზრდება. მისი თქმით, ქართული ღვინის კომპანიების დაბლოკვა ქვეყანაზე ზეწოლა და პროდასავლური ბიზნესის დასჯაა.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, რუსეთის მიერ ქართული კომპანიების ნაწილის პროდუქციის აკრძალვის პოლიტიკა ორმაგად მუშაობს. "ერთი მხრივ, საქართველოს დაშინებისა და მასზე ზეწოლის ინსტრუმენტია, მეორე მხრივ კი - ქართული, პროდასავლური ბიზნესის დასჯით “ოცნების” ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, რომელიც ქვეყანაში დასავლური კურსის შესუსტებით არის დაინტერესებული", - დაწერა ყოფილმა პარლამენტარმა სოციალურ ქსელში, რითაც დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
დღეს, ცნობილი გახდა, რომ რუსეთი კიდევ სამი ქართული კომპანიის ღვინის იმპორტს კრძალავს. ინფორმაციას პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია ავრცელებს. მისი თქმით, GWS-ის, "შატო მუხრანის" და "ვინივერიას" ექსპორტის აკრძალვა ოფიციალურად უახლოეს მომავალში დადასტურდება.
რომან გოცირიძის აზრით, რუსეთს სასურსათო პროდუქციის ექსპორტის აკრძალვაზე გაცილებით ძლიერი იარაღი აქვს - გაზი.
ყოფილი დეპუტატის facebook-პოსტს BMG უცვლელად გთავაზობთ:
"ვიღაც რუსი [ბიზნესმენი მამუკა] ფიფიას პირით რუსეთმა გვამცნო, რომ კიდევ სამი ქართული ღვინის კომპანიის პროდუქციის შეტანა აიკრძალება. ეს შანტაჟისა და დაშინების პოლიტიკის გაგრძელებაა, თუმცა ამჯერად ერთი რამ შეიცვალა: მოსკოვმა ცივილიზებული საბაბის გამოგონებაც კი აღარ იკადრა და გადაწყვეტილების პოლიტიკური მოტივები სრულიად უტიფრად გაამჟღავნა.
ორი კომპანიის მფლობელი ევროკავშირის მოქალაქეა, რომელთაც, თურმე, ოდესღაც უკრაინის ფონდისთვის ფული გადაურიცხავთ. მესამე კომპანია კი იმიტომ დაისაჯა, რომ უკრაინაში, ჯარის მხარდასაჭერად გამართულ აუქციონზე, მისი ღვინო გაუტანიათ გასაყიდად. როგორც კომპანიის მფლობელმა განმარტა, მან არც კი იცოდა, რომ აუქციონზე მისი ღვინო იქნებოდა წარმოდგენილი.
ანუ რუსეთი ქართულ კომპანიებს იმის გამო სჯის, რომ მათი მფლობელები უკრაინას ეხმარებიან ან მათი პროდუქცია უკრაინის მხარდასაჭერ ღონისძიებაზე ხვდება. ეს უკვე ყოველგვარი ნიღბის გარეშე ქართულ ბიზნესზე ზემოქმედების ბერკეტების მოპოვების მცდელობაა. პარადოქსული კი ის არის, რომ რუსეთის ეს პოლიტიკა ორმაგად მუშაობს: ერთი მხრივ, საქართველოს დაშინებისა და მასზე ზეწოლის ინსტრუმენტია, მეორე მხრივ კი ქართული, პროდასავლური ბიზნესის დასჯით “ოცნების” ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, რომელიც ქვეყანაში დასავლური კურსის შესუსტებით არის დაინტერესებული...
მაგრამ ღვინო მხოლოდ ერთი ბერკეტია. რუსეთს სასურსათო პროდუქციის ექსპორტის აკრძალვაზე გაცილებით ძლიერი იარაღი აქვს-გაზი.საქართველოში რუსული გაზის მოხმარების წილი საგანგაშო ტემპით იზრდება. თუ 2018 წელს ქვეყნის გაზის მთლიან მოხმარებაში რუსულ გაზზე მხოლოდ 1,7 პროცენტი მოდიოდა, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 6,3 პროცენტამდე გაიზარდა, 2020 წელს-7,9 პროცენტამდე, 2021 წელს-15 პროცენტამდე, ხოლო 2022 წელს-17,3 პროცენტამდე. 2023 წელს რუსული გაზის წილმა უკვე 20 პროცენტს მიაღწია, 2024 წელს-25 პროცენტს, ხოლო 2025 წელს-28 პროცენტს.
ოკუპანტ რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების ზრდა მხოლოდ ეკონომიკური შეცდომა არ არის - ეს ქვეყნის სტრატეგიული უსაფრთხოების პირდაპირი რისკია. როგორც დღეს შევიტყვეთ, წლის ბოლოს გაზის ტარიფი გაიზრდება. გაზის ფასი მხოლოდ მოსახლეობის გადასახადის ზრდით არ იზომება - მას პოლიტიკური თავისუფლების ფასიც ემატება", - აცხადებს რომან გოცირიძე.
ციტატები სტატიიდან
„ერთი მხრივ, საქართველოს დაშინებისა და მასზე ზეწოლის ინსტრუმენტია, მეორე მხრივ კი - ქართული, პროდასავლური ბიზნესის დასჯით “ოცნების” ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, რომელიც ქვეყანაში დასავლური კურსის შესუსტებით არის დაინტერესებული“
„ვიღაც რუსი [ბიზნესმენი მამუკა] ფიფიას პირით რუსეთმა გვამცნო, რომ კიდევ სამი ქართული ღვინის კომპანიის პროდუქციის შეტანა აიკრძალება. ეს შანტაჟისა და დაშინების პოლიტიკის გაგრძელებაა, თუმცა ამჯერად ერთი რამ შეიცვალა: მოსკოვმა ცივილიზებული საბაბის გამოგონებაც კი აღარ იკადრა და გადაწყვეტილების პოლიტიკური მოტივები სრულიად უტიფრად გაამჟღავნა. ორი კომპანიის მფლობელი ევროკავშირის მოქალაქეა, რომელთაც, თურმე, ოდესღაც უკრაინის ფონდისთვის ფული გადაურიცხავთ. მესამე კომპანია კი იმიტომ დაისაჯა, რომ უკრაინაში, ჯარის მხარდასაჭერად გამართულ აუქციონზე, მისი ღვინო გაუტანიათ გასაყიდად. როგორც კომპანიის მფლობელმა განმარტა, მან არც კი იცოდა, რომ აუქციონზე მისი ღვინო იქნებოდა წარმოდგენილი. ანუ რუსეთი ქართულ კომპანიებს იმის გამო სჯის, რომ მათი მფლობელები უკრაინას ეხმარებიან ან მათი პროდუქცია უკრაინის მხარდასაჭერ ღონისძიებაზე ხვდება. ეს უკვე ყოველგვარი ნიღბის გარეშე ქართულ ბიზნესზე ზემოქმედების ბერკეტების მოპოვების მცდელობაა. პარადოქსული კი ის არის, რომ რუსეთის ეს პოლიტიკა ორმაგად მუშაობს: ერთი მხრივ, საქართველოს დაშინებისა და მასზე ზეწოლის ინსტრუმენტია, მეორე მხრივ კი ქართული, პროდასავლური ბიზნესის დასჯით “ოცნების” ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, რომელიც ქვეყანაში დასავლური კურსის შესუსტებით არის დაინტერესებული... მაგრამ ღვინო მხოლოდ ერთი ბერკეტია. რუსეთს სასურსათო პროდუქციის ექსპორტის აკრძალვაზე გაცილებით ძლიერი იარაღი აქვს-გაზი.საქართველოში რუსული გაზის მოხმარების წილი საგანგაშო ტემპით იზრდება. თუ 2018 წელს ქვეყნის გაზის მთლიან მოხმარებაში რუსულ გაზზე მხოლოდ 1,7 პროცენტი მოდიოდა, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 6,3 პროცენტამდე გაიზარდა, 2020 წელს-7,9 პროცენტამდე, 2021 წელს-15 პროცენტამდე, ხოლო 2022 წელს-17,3 პროცენტამდე. 2023 წელს რუსული გაზის წილმა უკვე 20 პროცენტს მიაღწია, 2024 წელს-25 პროცენტს, ხოლო 2025 წელს-28 პროცენტს. ოკუპანტ რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების ზრდა მხოლოდ ეკონომიკური შეცდომა არ არის - ეს ქვეყნის სტრატეგიული უსაფრთხოების პირდაპირი რისკია. როგორც დღეს შევიტყვეთ, წლის ბოლოს გაზის ტარიფი გაიზრდება. გაზის ფასი მხოლოდ მოსახლეობის გადასახადის ზრდით არ იზომება - მას პოლიტიკური თავისუფლების ფასიც ემატება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…