17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება – ტატა მატვეევას გუნდი 25-დან 31 ოქტომბრამდე თბილისში B ლიგის მატჩებს გამართავს, სადაც მათი მეტოქეები ჩრდილოეთ მაკედონია, უელსი და ლუქსემბურგი იქნებიან.

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება.
25-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ტატა მატვეევას გუნდი B ლიგის მეორე ჯგუფის შეხვედრებს თბილისში გამართავს. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩრდილოეთ მაკედონია, უელსი და ლუქსემბურგი იქნებიან.
საქართველოს ნაკრების მატჩებს სფფ-ის ტექნიკური ცენტრი ბასა უმასპინძლებს, ხოლო ჯგუფის სხვა მატჩები თბილისის ზღვის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება.
2026/27 წლების სეზონის მეორე რაუნდისთვის, A ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: ანასტასია გოგელია (კოლხეთი), თინიკო ჯაიანი (ბათუმი)
დაცვა: სესილი მასხარაშვილი (რუსთავი), ბარბარე მანაგაძე (მართვე), მარიამ ჩალაძე (რუსთავი), ნინი ვეკუა (ნორჩები), ელენე თვალჭრელიძე (მართვე), ელენე გოგლაძე (ნორჩები), ანანო გაბოევი (გორი იუნაიტედი)
ნახევარდაცვა: ნინო სხირტლაძე (რუსთავი), თამარ ალანია (კოლხეთი), ნინო აბულაძე (ბათუმი), მარიამ გასანოვა (კვარტალი), ანა დოლიშვილი (კვარტალი), მიხალ გოგოლაძე (მაკაბაი ჰადერა, ისრაელი), ნატალია გუგულაშვილი (ფუენლაბრადა, ესპანეთი), მარიამ დარჩიაშვილი (კვარტალი)
თავდასხმა: თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო), სოფია წიქარიძე (დინამო სოხუმი), ლიზი ბახტაძე (სპაერი)
NAKREBI.GE
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…