ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ ბრანდერბურგის ფედერალური მიწის ლანდტაგის წევრს, შტეფენ კუბიცკის უმასპინძლა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ბრანდენბურგის ლანდტაგის წარმომადგენელ შტეფენ კუბიცკის შეხვდა, სადაც რეგიონულ პარტნიორობასა და ევროინტეგრაციის საკითხებზე იმსჯელეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ ბრანდერბურგის ფედერალური მიწის ლანდტაგის წევრს, შტეფენ კუბიცკის უმასპინძლა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ ბრანდერბურგის ფედერალური მიწის ლანდტაგის წევრს, შტეფენ კუბიცკის უმასპინძლაიმედინიუსი

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ბრანდენბურგის ფედერალური მიწის ლანდტაგის ეკონომიკის, დასაქმების, ენერგეტიკისა და კლიმატის დაცვისა და ასევე, ევროპის საკითხებისა და განვითარების პოლიტიკის კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეს, შტეფენ კუბიცკის შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს წევრები - რამაზ ჯინჭარაძე და ლაშა სირაბიძე ესწრებოდნენ, ყურადღება გამახვილდა რეგიონულ თანამშრომლობაზე, ევროინტეგრაციის საკითხებსა და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებაზე.

„ძალიან ვაფასებთ ობიექტურ შეფასებებს საქართველოსთან მიმართებით, რომლითაც ბატონი შტეფენი მკაფიოდ გამოირჩევა. მათ კარგად ესმით, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება არავის წინააღმდეგ არ მოქმედებს. ეროვნული ამოცანების დაძლევისთვის გვაქვს მშვიდობისა და სტაბილურობის პოლიტიკა, რაც, თავისთავად ცხადია, არავისთან წინააღმდეგობაში არ მოდის. ბატონი შტეფენი, ასევე ხაზგასმით აღნიშნავს მშვიდობის, სტაბილურობის როლს საქართველოში და ბოლო წლების განმავლობაში იმ ეკონომიკურ სტაბილურობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.

„შეხვედრა იყო გულწრფელი და ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ მჭიდრო თანამშრომლობას ორ საკანონმდებლო ორგანოსა და რეგიონებს შორის. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობა და ევროპასთან ინტეგრაციის საკითხები“, - განაცხადა შტეფენ კუბიცკიმ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და გერმანიის ფედერალური მიწის, ბრანდენბურგის ლანდტაგს შორის თანამშრომლობას ორ ათეულ წელზე მეტი ისტორია აქვს.

ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ძალიან ვაფასებთ ობიექტურ შეფასებებს საქართველოსთან მიმართებით, რომლითაც ბატონი შტეფენი მკაფიოდ გამოირჩევა. მათ კარგად ესმით, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება არავის წინააღმდეგ არ მოქმედებს. ეროვნული ამოცანების დაძლევისთვის გვაქვს მშვიდობისა და სტაბილურობის პოლიტიკა, რაც, თავისთავად ცხადია, არავისთან წინააღმდეგობაში არ მოდის. ბატონი შტეფენი, ასევე ხაზგასმით აღნიშნავს მშვიდობის, სტაბილურობის როლს საქართველოში და ბოლო წლების განმავლობაში იმ ეკონომიკურ სტაბილურობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის“
ცოტნე ანანიძე
„შეხვედრა იყო გულწრფელი და ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ მჭიდრო თანამშრომლობას ორ საკანონმდებლო ორგანოსა და რეგიონებს შორის. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური თანამშრომლობა და ევროპასთან ინტეგრაციის საკითხები“
შტეფენ კუბიცკი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს - ფარჰად აბდულაევს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები