პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ლევან ბეჟაშვილი საუბრობს, როდესაც პარტია გაუქმდება, ავტომატურად უქმდება ამ პარტიის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრების მანდატებიო, რაც ტყუილია" - არჩილ გორდულაძე

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობაქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

არჩილ გორდულაძე ლევან ბეჟაშვილის განცხადებას, რომ პარტიის გაუქმებისას დეპუტატთა მანდატები ავტომატურად უქმდება, ტყუილს უწოდებს და აცხადებს, რომ უფლებამოსილების შეწყვეტა მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი.

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე სარჩელის განხილვა განახლდა. სხდომაზე შესვენება იყო გამოცხადებული. სასამართლო ახსნა-განმარტების ეტაპზეა. პროცესზე სიტყვის უფლებით "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები სარგებლობენ. ანა წითლიძემ იმ საქმეებზე ისაუბრა, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ სარჩელშია შესული და რომლებზეც სასამართლოს გადაწყვეტილებებია დამდგარი, მათ შორის სტრასბურგში. საუბარი იყო გირგვლიანის, აფრასიძეების, როინ შავაძის, იური ვაზაგაშვილის და კოდორის სპეცოპერაციის საქმეებზე. მმართველი გუნდის შეფასებით, ყოფილი სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები სისტემური დანაშაულების გამართლებას ცდილობენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძის განცხადებით, ლევან ბეჟაშვილის განცხადება პარტიის გაუქმების შემთხვევაში მის მიერ წარდგენილი დეპუტატების მანდატების ავტომატურად შეწყვეტის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. მისი განმარტებით, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი.

"ლევან ბეჟაშვილი საუბრობს, როდესაც პარტია გაუქმდება, ავტომატურად უქმდება ამ პარტიის მიერ წარდგენილი პარლამენტის წევრების მანდატებიო. ტყუილია. ასეთი ცვლილება საერთოდ კანონში არ წერია - ერთი და მერე მეორე -კონსტიტუციის პირდაპირ წინააღმდეგო იქნება იმიტომ, რომ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა ავტომატურად არ ხდება, შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილებით. საკანონმდებლო ცვლილებებში გაწერეს, რომ გაუქმებული პარტიის ქონება გადადის სახელმწიფო ხაზინაშიო და ეს ყველაფერი "ქართულმა ოცნებამ" 2025 წელს გააკეთაო. ტყუილია, ასეთი ჩანაწერი ამ კანონის მიღებისთანავე, ანუ 1997 თუ 1996 წლიდან არსებობს, 30 წელია, ეს ჩანაწერი არის", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. იმედინიუსისამთავრობოარჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს კანონმდებლობის ცვლილებით, პარტიის აკრძალვისას წევრს მანდატი ავტომატურად უწყდება
  2. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს კანონმდებლობის ცვლილებით, პარტიის აკრძალვისას წევრს მანდატი ავტომატურად უწყდება
  3. POSTVსამთავრობოარჩილ გორდულაძე: „ტყუილია, თითქოს კანონმდებლობის ცვლილებით, პარტიის აკრძალვისას წევრს მანდატი ავტომატურად უწყდება“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: გვინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ გვარამიას პარტიის მიერ გაჟღერებული ტყუილების მხოლოდ მცირე მაგალითებზე - ტყუილია, რომ სარჩელი არ ასაბუთებს პარტიების მიერ ისეთი ქმედებების ჩადენას, რომელიც მისი აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები