თამო კეშელავა: გაზის ტარიფი უნდა გაიზარდოს დაჩქარებული წესით, მათთვის, ვინც მეტს მოიხმარსო, იმიტომ რომ, ასე წავახალისებთ დაზოგვასო. ვჭამთ გაზს? ლობიო არ მოვხარშოთ და უმად ვჭამოდ?
თამო კეშელავა: რაც მთავარია, არავინ ამბობს ჯერ, ისე ამტკიცებენ ამ დაჩქარებული წესით, რამდენით იზრდება, მოდი, ჯერ დავამტკიცოთო და მერე გადაწყვეტს სემეკი, რამდენით გაიზარდოსო. ტარიფის ზედა ზღვარი მაინც რომ ვიცოდეთ დამტკიცებამდე ეგეც არა. პენსიონერს 20 ლარს რომ უმატებდნენ პენსიაზე და 40 ლარი დავამატებინეთ, ის 20 ლარი ეზედმეტათ და ხომ უნდა ამოიღონ როგორმე? ანტონ ობოლაძე ბრძანდება ერთ–ერთი "ავტორი" კანონპროექტის, რა ენაღვლება ანტონ ობოლაძეს? მშიერმა სიცივეში როდის დაიძინა? ტელევიზორი როდის გადართო ბოლო სხვა არხზე, როცა ეკრანზე საჭმელი დაინახა და ცუდად გახდა?
ჟურნალისტი თამო კეშელავა:
გაზის ტარიფი უნდა გაიზარდოს დაჩქარებული წესით, მათთვის, ვინც მეტს მოიხმარსო, იმიტომ რომ, ასე წავახალისებთ დაზოგვასო.
ვჭამთ გაზს?
აბა, მოშვებულს ვტოვებთ ეზოში?
აბა, ლობიო არ მოვხარშოთ და უმად ვჭამოდ? – მეორეს მხრივ, რა ლობიო, ხორცის ფასი აქვს ლობიოს, ოღონდ, არა კობახიძის ტარიფით.
მრავალშვილიანმა ოჯახმა რა ქნას? არ დაიბანოს? არც საჭმელი აკეთოს და დილით, ცხელი ჩაიც არა?
ანუ, ჩვენ ფული "დო@უი" გვაქვს, ჩვენი პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ასე "უპრაგონოდ" ვიყენებთ გაზს – ამისთვის გვსჯიან და გვაჯარიმებენ? თორემ, მეტი ფულის ამოღება კი არ უნდათ ისედაც ღატაკი ხალხისგან?
რაც მთავარია, არავინ ამბობს ჯერ, ისე ამტკიცებენ ამ დაჩქარებული წესით, რამდენით იზრდება, მოდი, ჯერ დავამტკიცოთო და მერე გადაწყვეტს სემეკი, რამდენით გაიზარდოსო. ტარიფის ზედა ზღვარი მაინც რომ ვიცოდეთ დამტკიცებამდე ეგეც არა.
პენსიონერს 20 ლარს რომ უმატებდნენ პენსიაზე და 40 ლარი დავამატებინეთ, ის 20 ლარი ეზედმეტათ და ხომ უნდა ამოიღონ როგორმე?
ანტონ ობოლაძე ბრძანდება ერთ–ერთი "ავტორი" კანონპროექტის, რა ენაღვლება ანტონ ობოლაძეს? მშიერმა სიცივეში როდის დაიძინა? ტელევიზორი როდის გადართო ბოლო სხვა არხზე, როცა ეკრანზე საჭმელი დაინახა და ცუდად გახდა?
დაჩქარებულიო, კაცო, ახლა გაიგეს, რომ სემეკი წლის ბოლოს გაზის და წყლის გადასახადის გაზრდას გეგმავს? თუ რატომ დაჩქარებული? ა, საკონსტიტუციო სასამართლოში კაი ცირკია გამართული და ბარემღა?
ხოო...
პირველ იანვარს რომ ვიცით ყველამ, 12 თვეში, 31 დეკემბერს ახალი წელი დადგება, ეგ ვერ "გავაგებინეთ" კალაძეს და ყველა წელს, დაჩქარებული წესით ყიდულობს საახალწლო განათებებს...
ასეა, ხო, გამდიდრებაც და გაღატაკებაც, დაჩქარებული წესით მიდის ქვეყანაში, კორუცფიაც და ხალხის გაღლეტაც, ერთი "ოპოპოლიტიკა" რომ ქვია, ისაა მარტო კუ და არა ნინძა, და სეზონიდან სეზონამდე მამშვიდებს – მოვა შემოდგომა და დაცხება, მოვა გაზაფხული და დავქუხებთ, ეს ზამთარიც და ბოლოა და ასე...
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…