ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი სოფო ხორგუანს: ყველაფერი, რასაც იტყვით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს თქვენ წინააღმდეგ სასამართლოში - კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ არ ცნობთ კონსტიტუციურ ორგანოებს, საკონსტიტუციო სასამართლოს, სხვას კი არაფერს გედავებით!

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლოგახარია საქართველოსთვის

შალვა პაპუაშვილმა სოფიო ხორგუანი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების უსაფუძვლო დადანაშაულებაში ამხილა და განაცხადა, რომ ოპოზიციონერის გამოსვლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება, რაც მათ წინააღმდეგ სასამართლოში მტკიცებულებად შეიძლება იქნეს გამოყენებული.

შალვა პაპუაშვილი სოფო ხორგუანს: ყველაფერი, რასაც იტყვით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს თქვენ წინააღმდეგ სასამართლოში - კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ არ ცნობთ კონსტიტუციურ ორგანოებს, საკონსტიტუციო სასამართლოს, სხვას კი არაფერს გედავებით!
შალვა პაპუაშვილი სოფო ხორგუანს: ყველაფერი, რასაც იტყვით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს თქვენ წინააღმდეგ სასამართლოში - კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ არ ცნობთ კონსტიტუციურ ორგანოებს, საკონსტიტუციო სასამართლოს, სხვას კი არაფერს გედავებით!რუსთავი 2

„ქალბატონო სოფიო, თქვენ ახლა ოთხი წუთი დახარჯეთ იმაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ცარიელი სიტყვებით სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულეთ. ჩამოყალიბდით, რა არის თქვენი სტანდარტი“, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრ სოფიო ხორგუანს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხორგუანის გამოსვლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის კონსტიტუციური ბრალდება, რომელიც პარლამენტის წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით წამოაყენეს.

„თქვენი სტანდარტი ის არის, რომ ადამიანებს სისხლის სამართლის დანაშაულებში სდებთ ბრალს. ერთს დანაშაულის დაფარვას აბრალებთ, მეორეს - სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და ა.შ. ასე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, ფაქტობრივად, სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენაში დასდეთ ბრალი. სხვა დროსაც გვითქვამს, რომ ყველაფერი, რასაც თქვენ იტყვით, შესაძლოა, სასამართლოში თქვენს წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული.

თქვენ ახლა კიდევ ერთხელ დაადასტურეთ ის კონსტიტუციური ბრალდება, რომელიც პარლამენტის წევრებმა თავიანთი სარჩელით წაგიყენეს, რომ თქვენ არ ცნობთ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოებს. თქვენი გამოსვლის სულისკვეთებაც სწორედ ეს იყო: თქვენ არ აღიარებთ და არ ცნობთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სხვა არაფერს გედავებით.

ბატონი გიორგი ამბობდა, რა შუაში ვართ ჩვენ 4 ოქტომბერთანო. თქვენ ხომ იცით, რომ საქმეში მტკიცებულებად დევს თქვენი განცხადებაც, რომელშიც ამბობთ, რომ 4 ოქტომბერს მოვლენები რომ სხვაგვარად განვითარებულიყო, თქვენ, ალბათ, პარლამენტში არ შეხვიდოდით. იქვე დევს თქვენი ლიდერის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებაც, რომელშიც ის ამბობს, რომ პარლამენტში შევიდნენ, თუმცა ამ პარლამენტს არც ახლა აღიარებენ.

ყოველ გამოსვლას იწყებთ ფრაზით: „მივესალმებით საქართველოს მოქალაქეებს“. არც კოლეგებს ახსენებთ, არც პარლამენტის თავმჯდომარეს და არც თავად პარლამენტს. ახლა თქვენ რა გგონიათ, აქ ხართ და თან არ ხართ? „ცისფერ მთებში“ ხომ არ ხართ, სადაც ადამიანი თან არის და თან არ არის? აი, ეს არის თქვენი დილემა.

მით უმეტეს, თქვენ თავად განაცხადეთ, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენს სარჩელს დააკმაყოფილებს და თქვენს პარტიას გააუქმებს, მანდატებს დატოვებთ. 2024 წლის არჩევნების შემდეგაც ხომ სწორედ ამას აკეთებდით, როდესაც ხალხის მიერ არჩევნების გზით მონიჭებულ მანდატებს არ იყენებდით. ახლაც იმავეს აცხადებთ, რომ აპირებთ, არ გამოიყენოთ მანდატები, რომლებიც ხალხმა არჩევნებში მოგანიჭათ.

ასე რომ, დღეს კიდევ ერთხელ გამოავლინეთ თქვენი დამოკიდებულება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. პირველი არხისამთავრობოშალვა პაპუაშვილმა „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს მიმართა – „მანდატებს დავტოვებთო, სხვა რამეს კი არ აკეთებდით 2024 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც ხალხის მიერ მონიჭებულ მანდატს არ იყენებთ“
  2. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი სოფო ხორგუანს: ყველაფერი, რასაც იტყვით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს თქვენ წინააღმდეგ სასამართლოში - კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ არ ცნობთ კონსტიტუციურ ორგანოებს, საკონსტიტუციო სასამართლოს, სხვას კი არაფერს გედავებით!
  3. POSTVსამთავრობოშალვა პაპუაშვილი – სოფო ხორგუანს: „ყველაფერი, რასაც იტყვით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს თქვენ წინააღმდეგ სასამართლოში. კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ არ ცნობთ კონსტიტუციურ ორგანოებს, საკონსტიტუციო სასამართლოს. სხვას კი არაფერს გედავებით!“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ქალბატონო სოფიო, თქვენ ახლა ოთხი წუთი დახარჯეთ იმაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ცარიელი სიტყვებით სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულეთ. ჩამოყალიბდით, რა არის თქვენი სტანდარტი“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი – სოფო ხორგუანს: „ყველაფერი, რასაც იტყვით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს თქვენ წინააღმდეგ სასამართლოში. კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ არ ცნობთ კონსტიტუციურ ორგანოებს, საკონსტიტუციო სასამართლოს. სხვას კი არაფერს გედავებით!“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები