ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე – სააკაშვილისგან პირდაპირი აღიარება მოვისმინეთ როინ შავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო განცხადება როინ შავაძეზე მკვლელობის პირდაპირი აღიარებაა და ამით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

კახა კალაძე – სააკაშვილისგან პირდაპირი აღიარება მოვისმინეთ როინ შავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით
კახა კალაძე – სააკაშვილისგან პირდაპირი აღიარება მოვისმინეთ როინ შავაძის მკვლელობასთან დაკავშირებითპირველი არხი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, სადაც ის სერჟანტ როინ შავაძეზე საუბრობს, არის პირდაპირი აღიარება მკვლელობასთან დაკავშირებით, რომლითაც შესაბამისი უწყებები კიდევ ერთხელ უნდა დაინტერესდნენ.

კალაძემ კოკომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გუშინდელ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებაზე, რომ „როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, რომელიც 2008 წელს რუსულ დაზვერვას გადასცემდა ჩვენი ჯარების კოორდინატებს, განლაგებას და დასაბომბ ადგილებს ბათუმში“.

„ეს არის პირდაპირი აღიარება იმისა, თუ რას წარმოადგენდა სისხლიანი რეჟიმი სააკაშვილის ხელმძღვანელობით. ჩვენ ძალიან ბევრი გვსმენია, ბევრიც გვინახავს, ბევრი რამ ვერ ვნახეთ და ეს, შეიძლება, ძალიან მძიმე ყოფილიყო საზოგადოებისთვის, მაგრამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის, რას წარმოადგენდა სისხლიანი რეჟიმი, რას წარმოადგენდა სააკაშვილის ხელისუფლება. არ ვიცი, როგორ უნდა მოექცე საკუთარ ხალხს, საკუთარ ქვეყანას ისე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ ამას აკეთებდა, ყველანაირი ბინძური მეთოდებით. ეს იყო ძალიან მძიმე, არასამართლიანი დამოკიდებულება, ძარცვა, ბიზნესის რეკეტი, მკვლელობები, ხალხის მოპარვა და შემდეგ ქრებოდნენ ეს ადამიანები. ძალიან მძიმე რეალობაში გვიწევდა ცხოვრება და, შესაბამისად, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ 2012 წელს გააკეთა არჩევანი, მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“. ის განცხადება, რაც ჩვენ მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ დასტურია იმისა, რას წარმოადგენდა ეს სისხლიანი რეჟიმი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილის ხსენებული განცხადება იყო პირდაპირი აღიარება მკვლელობასთან დაკავშირებით.

„მკვლელები არიან, მკვლელები იყვნენ და არიან. ძალიან ბევრი ფაქტი გვსმენია კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, თუ როგორ ექცეოდნენ დაკავებულ ადამიანებს. აი, პირდაპირი აღიარება მოვისმინეთ მკვლელობასთან დაკავშირებით. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და ვფიქრობ, კიდევ ერთხელ უნდა დაინტერესდნენ საგამოძიებო უწყებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, რომელიც 2008 წელს რუსულ დაზვერვას გადასცემდა ჩვენი ჯარების კოორდინატებს, განლაგებას და დასაბომბ ადგილებს ბათუმში“
მიხეილ სააკაშვილი
„ეს არის პირდაპირი აღიარება იმისა, თუ რას წარმოადგენდა სისხლიანი რეჟიმი სააკაშვილის ხელმძღვანელობით. ჩვენ ძალიან ბევრი გვსმენია, ბევრიც გვინახავს, ბევრი რამ ვერ ვნახეთ და ეს, შეიძლება, ძალიან მძიმე ყოფილიყო საზოგადოებისთვის, მაგრამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის, რას წარმოადგენდა სისხლიანი რეჟიმი, რას წარმოადგენდა სააკაშვილის ხელისუფლება. არ ვიცი, როგორ უნდა მოექცე საკუთარ ხალხს, საკუთარ ქვეყანას ისე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ ამას აკეთებდა, ყველანაირი ბინძური მეთოდებით. ეს იყო ძალიან მძიმე, არასამართლიანი დამოკიდებულება, ძარცვა, ბიზნესის რეკეტი, მკვლელობები, ხალხის მოპარვა და შემდეგ ქრებოდნენ ეს ადამიანები. ძალიან მძიმე რეალობაში გვიწევდა ცხოვრება და, შესაბამისად, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ 2012 წელს გააკეთა არჩევანი, მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“. ის განცხადება, რაც ჩვენ მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ დასტურია იმისა, რას წარმოადგენდა ეს სისხლიანი რეჟიმი“
კახა კალაძე
„მკვლელები არიან, მკვლელები იყვნენ და არიან. ძალიან ბევრი ფაქტი გვსმენია კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, თუ როგორ ექცეოდნენ დაკავებულ ადამიანებს. აი, პირდაპირი აღიარება მოვისმინეთ მკვლელობასთან დაკავშირებით. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და ვფიქრობ, კიდევ ერთხელ უნდა დაინტერესდნენ საგამოძიებო უწყებები“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაზე: არიან კონკრეტული ოჯახები, ადამიანები, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა ეს ყველაფერი - ხომ შეუძლებელია, ეს უბრალოდ მოიგონო?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები