ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მიშამ აღიარება გააკეთა. დღემდე ვიძახდი, რომ მიშას დაკვეთით იყო ყოველივე ეს. ვთხოვ პროკურატურას, საქმე აღძრას და კაცის მკვლელობისთვის დასაჯოს ეს ადამიანი - როინ შავაძის მეუღლე

მოკლული სერჟანტის, როინ შავაძის მეუღლე ციცინო შავაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო განცხადებას მკვლელობის აღიარებად აფასებს და პროკურატურას ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისკენ მოუწოდებს.

მიშამ აღიარება გააკეთა. დღემდე ვიძახდი, რომ მიშას დაკვეთით იყო ყოველივე ეს. ვთხოვ პროკურატურას, საქმე აღძრას და კაცის მკვლელობისთვის დასაჯოს ეს ადამიანი - როინ შავაძის მეუღლე
მიშამ აღიარება გააკეთა. დღემდე ვიძახდი, რომ მიშას დაკვეთით იყო ყოველივე ეს. ვთხოვ პროკურატურას, საქმე აღძრას და კაცის მკვლელობისთვის დასაჯოს ეს ადამიანი - როინ შავაძის მეუღლერუსთავი 2

სააკაშვილის აღიარება როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე, - ასე აფასებს მოკლული სერჟანტის ოჯახი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც სასამართლო პროცესზე შავაძის საქმეზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ქვეყნის მოღალატე იყო, რომელიც 2008 წლის ომის დროს რუსულ დაზვერვას ქართული ჯარის კოორდინატებს აწვდიდა.

როგორც როინ შავაძის მეუღლემ, ციცინო შავაძემ აღნიშნა, პროკურატურას სთხოვს, სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრას მკვლელობის ბრალდებით.

"მიშამ დღეს თავისი აღიარება გააკეთა. დღემდე ვიძახდი, რომ მიშას დაკვეთით იყო ყოველივე ეს. ვთხოვ პროკურატურას, რომ აღძრას საქმე და კაცის მკვლელობისთვის დასაჯოს ეს ადამიანი - მიშა, რომელიც ყოველ ნახევარ საათში გამოდიოდა და ტელევიზიით აცხადებდა, თუ სად იდგა ჩვენი ჯარი.

ალბათ, მიშა აგონიაშია და კიდევ გონია, რომ 2008 და 2009 წელში ცხოვრობს და ხალხს კიდევ ისე დააჯერებს, როგორც დააჯერა მაშინ, რომ როინ შავაძე მოღალატე იყო. მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ როინ შავაძე თავდადებული მებრძოლი იყო. როინ შავაძეს ვერ აპატიეს ის, რომ სამჯერ შემობრუნდა ბრძოლის ველზე, ორჯერ გამოყვანა მიცვალებულები პიკაპით და დაჭრილი მებრძოლები. მისგან განსხვავებით, მან [მიხეილ სააკაშვილმა] ერთი ვერტმფრენი რომ დაინახა, ფორთხვით დატოვა სტუმარი და გაიქცა.

არაფერი არ ეწერა [საქმის დოკუმენტაციაში]. ფურცელზეც კი ვერ დაწერეს, რომ რამეს ედავებოდნენ. ვერ დაწერეს, იმიტომ, რომ ამას ყველაფერს მტკიცებულება უნდოდა და მტკიცებულება მათ არაფერი არ გააჩნდათ, იმიტომ, რომ ეს კაცი უდანაშაულო იყო. ჩვენ ყველაფერი გაგვიკეთეს, ყველაფერი დაგვაბრალეს, ის, რომ როინ შავაძე გარდაცვლილი იყო და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. დამეწერა უნდა ეს ყველაფერი ასე და მოვიდა ნაღდი დასკვნა, სადაც სუფთად ეწერა, რომ მას არავითარი ნარკოტიკები არ ჰქონდა მიღებული. მეორედ ის აღიარებითი ჩვენება, რომ თვითონ აღიარა ამ ხალხმა, როგორ ედგნენ იარაღით, როგორ ჩაუდეს მას ჯიბეში ნარკოტიკები, როგორ დააწერინეს ეს ყველაფერი. როინ შავაძის ლიკვიდაცია თავიდანვე იყო დაგეგმილი", - განაცხადა როინ შავაძის მეუღლემ, ციცინო შავაძემ.

როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს, ქობულეთის გზაზე მოკლეს. ჩატარებული ექსპერტიზებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეს სხეულზე 40-მდე ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა.

2020 წელს, სტრასბურგმა საქმეზე - "შავაძე საქართველოს წინააღმდეგ" სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა შავაძეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია.

ევროპულმა სასამართლომ მთავრობას 40 000 ევროს გადახდა დააკისრა. შავაძის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 13 პირი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მიშამ დღეს თავისი აღიარება გააკეთა. დღემდე ვიძახდი, რომ მიშას დაკვეთით იყო ყოველივე ეს. ვთხოვ პროკურატურას, რომ აღძრას საქმე და კაცის მკვლელობისთვის დასაჯოს ეს ადამიანი - მიშა, რომელიც ყოველ ნახევარ საათში გამოდიოდა და ტელევიზიით აცხადებდა, თუ სად იდგა ჩვენი ჯარი. ალბათ, მიშა აგონიაშია და კიდევ გონია, რომ 2008 და 2009 წელში ცხოვრობს და ხალხს კიდევ ისე დააჯერებს, როგორც დააჯერა მაშინ, რომ როინ შავაძე მოღალატე იყო. მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ როინ შავაძე თავდადებული მებრძოლი იყო. როინ შავაძეს ვერ აპატიეს ის, რომ სამჯერ შემობრუნდა ბრძოლის ველზე, ორჯერ გამოყვანა მიცვალებულები პიკაპით და დაჭრილი მებრძოლები. მისგან განსხვავებით, მან [მიხეილ სააკაშვილმა] ერთი ვერტმფრენი რომ დაინახა, ფორთხვით დატოვა სტუმარი და გაიქცა. არაფერი არ ეწერა [საქმის დოკუმენტაციაში]. ფურცელზეც კი ვერ დაწერეს, რომ რამეს ედავებოდნენ. ვერ დაწერეს, იმიტომ, რომ ამას ყველაფერს მტკიცებულება უნდოდა და მტკიცებულება მათ არაფერი არ გააჩნდათ, იმიტომ, რომ ეს კაცი უდანაშაულო იყო. ჩვენ ყველაფერი გაგვიკეთეს, ყველაფერი დაგვაბრალეს, ის, რომ როინ შავაძე გარდაცვლილი იყო და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. დამეწერა უნდა ეს ყველაფერი ასე და მოვიდა ნაღდი დასკვნა, სადაც სუფთად ეწერა, რომ მას არავითარი ნარკოტიკები არ ჰქონდა მიღებული. მეორედ ის აღიარებითი ჩვენება, რომ თვითონ აღიარა ამ ხალხმა, როგორ ედგნენ იარაღით, როგორ ჩაუდეს მას ჯიბეში ნარკოტიკები, როგორ დააწერინეს ეს ყველაფერი. როინ შავაძის ლიკვიდაცია თავიდანვე იყო დაგეგმილი“
ციცინო შავაძემ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ სააკაშვილი: როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, რომელიც 2008 წლის დროს გადასცემდა ჩვენი ჯარების კოორდინატებს, ყოველთვის ჯობია ნორმალურად გაასამართლო და როინ შავაძე თავის დროზე რომ გაესამართლებინათ, რაც უფრო სწორი იქნებოდა, 2012-ში აუცილებლად გაუშვებდნენ პოლიტპატიმრადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები