შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი სრულიად საქართველოს აფხაზური ენის დღეს ულოცავს
შერიგების აპარატი აცხადებს, რომ ოკუპაციისა და რუსიფიკაციის პოლიტიკის გამო აფხაზური ენა და კულტურული თვითმყოფადობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, მისი შენარჩუნება კი მთავრობის პრიორიტეტია.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აფხაზური ენის დღეს ულოცავს სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით კი მათ, ვისთვისაც აფხაზური ენის, კულტურის, ტრადიციებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანეს ღირებულებას წარმოადგენს.
"აფხაზური ენა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული საგანძურია. მისი უნიკალურობა ქართულ-აფხაზური ისტორიული ერთიანობის და ჩვენი საერთო წარსულის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რომლის დაცვა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა საერთო პასუხისმგებლობა და საზრუნავია.
მიმდინარე ოკუპაციისა და რუსიფიკაციის პოლიტიკის შედეგად, აფხაზური ენა და კულტურული თვითმყოფადობა დღეს კვლავ სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რაც ქართული და აფხაზური საზოგადოების წევრებისთვის საერთო გამოწვევას წარმოადგენს. მის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რაც გამყარებულია როგორც აფხაზური ენის კონსტიტუციური სტატუსით, ისე შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკით.
სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობის პრინციპული და პრაგმატული სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, აქტიურად გრძელდება მიზანმიმართული ძალისხმევა აფხაზური ენის დაცვის, შემდგომი კვლევისა და სამეცნიერო შესწავლის მიზნით, ისევე როგორც ფართო პოპულარიზაციის ხელშეწყობა, რაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად განიხილება აფხაზური საზოგადოების წევრებთან ისტორიულად დამკვიდრებული, ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე დამყარებული თანაცხოვრებისა და კულტურული კავშირების აღსადგენად ერთიან საქართველოში", - აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„აფხაზური ენა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული საგანძურია. მისი უნიკალურობა ქართულ-აფხაზური ისტორიული ერთიანობის და ჩვენი საერთო წარსულის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რომლის დაცვა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა საერთო პასუხისმგებლობა და საზრუნავია. მიმდინარე ოკუპაციისა და რუსიფიკაციის პოლიტიკის შედეგად, აფხაზური ენა და კულტურული თვითმყოფადობა დღეს კვლავ სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რაც ქართული და აფხაზური საზოგადოების წევრებისთვის საერთო გამოწვევას წარმოადგენს. მის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რაც გამყარებულია როგორც აფხაზური ენის კონსტიტუციური სტატუსით, ისე შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკით. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობის პრინციპული და პრაგმატული სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, აქტიურად გრძელდება მიზანმიმართული ძალისხმევა აფხაზური ენის დაცვის, შემდგომი კვლევისა და სამეცნიერო შესწავლის მიზნით, ისევე როგორც ფართო პოპულარიზაციის ხელშეწყობა, რაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად განიხილება აფხაზური საზოგადოების წევრებთან ისტორიულად დამკვიდრებული, ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე დამყარებული თანაცხოვრებისა და კულტურული კავშირების აღსადგენად ერთიან საქართველოში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…