ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

აფხაზებს რეალურად საკუთარი იდენტობის დაკარგვის საფრთხე უდგათ, საკუთარი ენა ავიწყდებათ, თანამედროვე აფხაზური ლიტერატურა აბსოლუტურად რუსულად იქმნება - მარინა ტურავა

რუსთავი 2

ფილოლოგიის დოქტორის, მარინა ტურავას განცხადებით, აფხაზებს ენისა და იდენტობის დაკარგვის საფრთხე ემუქრებათ, რადგან თანამედროვე ლიტერატურა და პოეზია რუსულად იქმნება. მისი თქმით, დიალოგისა და სახალხო დიპლომატიისთვის განათლების სფეროს ჩართვა პერსპექტიულია, რასაც სოხუმის უნივერსიტეტში არსებული აფხაზური ფილოლოგიის პროგრამები და აფხაზოლოგიის ცენტრიც უწყობს ხელს.

აფხაზებს რეალურად საკუთარი იდენტობის დაკარგვის საფრთხე უდგათ, საკუთარი ენა ავიწყდებათ, თანამედროვე აფხაზური ლიტერატურა აბსოლუტურად რუსულად იქმნება - მარინა ტურავა
აფხაზებს რეალურად საკუთარი იდენტობის დაკარგვის საფრთხე უდგათ, საკუთარი ენა ავიწყდებათ, თანამედროვე აფხაზური ლიტერატურა აბსოლუტურად რუსულად იქმნება - მარინა ტურავარუსთავი 2

ფილოლოგიის დოქტორის, მარინა ტურავას განცხადებით, აფხაზებს საკუთარი იდენტობისა და ენის დაკარგვის რეალური საფრთხე ემუქრებათ, რადგან თანამედროვე აფხაზური ლიტერატურა და პოეზია ფაქტობრივად რუსულ ენაზე იქმნება.

მისივე თქმით, სახალხო დიპლომატიისთვის განათლების სფეროს ჩართვა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა. ამის შესახებ მარინა ტურავამ "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "დებატები" ისაუბრა.

"აფხაზებს, რეალურად, საკუთარი იდენტობის დაკარგვის საფრთხე უდგათ, პირველი საფრთხე ის არის, რომ საკუთარი ენა ავიწყდებათ, თანამედროვე აფხაზური ლიტერატურა, პოეზია აბსოლუტურად რუსულად იქმნება. პროზაში კიდევ არის რაღაც აფხაზური ტექსტები. რეალურად საკუთარი ენის დაკარგვის წინაშე დგანან. ამ დროს, სოხუმის უნივერსიტეტში მუშაობს საბაკალავრო პროგრამები, სადაც ქართულ ფილოლოგიასთან ერთად აფხაზურ ფილოლოგიასაც ვასწავლით, ანუ, ენას და ლიტერატურას. მიმდინარეობს ენობრივი კვლევები, ლიტერატურაზე კვლევები. არსებობს აფხაზოლოგიის ცენტრი, რომელიც აფხაზური ენის პრობლემებზე მუშაობს. ამიტომ, დიალოგისთვის მგონი ესეც ძალიან საინტერესო მომენტია. გვქონდა ჩვენს უნივერსიტეტში აფხაზი სტუდენტების მოწვევის მცდელობები, მაგრამ ორჯერ ეს მარცხით დამთავრდა. მგონი სახალხო დიპლომატიისთვის განათლების სფეროს ჩართვა ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესო იქნება", - აცხადებს მარინა ტურავა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აფხაზებს, რეალურად, საკუთარი იდენტობის დაკარგვის საფრთხე უდგათ, პირველი საფრთხე ის არის, რომ საკუთარი ენა ავიწყდებათ, თანამედროვე აფხაზური ლიტერატურა, პოეზია აბსოლუტურად რუსულად იქმნება. პროზაში კიდევ არის რაღაც აფხაზური ტექსტები. რეალურად საკუთარი ენის დაკარგვის წინაშე დგანან. ამ დროს, სოხუმის უნივერსიტეტში მუშაობს საბაკალავრო პროგრამები, სადაც ქართულ ფილოლოგიასთან ერთად აფხაზურ ფილოლოგიასაც ვასწავლით, ანუ, ენას და ლიტერატურას. მიმდინარეობს ენობრივი კვლევები, ლიტერატურაზე კვლევები. არსებობს აფხაზოლოგიის ცენტრი, რომელიც აფხაზური ენის პრობლემებზე მუშაობს. ამიტომ, დიალოგისთვის მგონი ესეც ძალიან საინტერესო მომენტია. გვქონდა ჩვენს უნივერსიტეტში აფხაზი სტუდენტების მოწვევის მცდელობები, მაგრამ ორჯერ ეს მარცხით დამთავრდა. მგონი სახალხო დიპლომატიისთვის განათლების სფეროს ჩართვა ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესო იქნება“
მარინა ტურავა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.