შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: საქართველოს მთავრობის პრინციპული და პრაგმატული სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, აქტიურად გრძელდება მიზანმიმართული ძალისხმევა აფხაზური ენის დაცვის, შემდგომი კვლევისა და სამეცნიერო შესწავლის მიზნით
სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებით, რუსული ოკუპაციისა და რუსიფიკაციის გამო აფხაზურ ენასა და თვითმყოფადობას სერიოზული საფრთხე ემუქრება. უწყების ცნობით, მთავრობა სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში აფხაზური ენის დაცვის, კვლევისა და პოპულარიზაციის მიზანმიმართულ ძალისხმევას აგრძელებს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აფხაზური ენის დღეს ულოცავს სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით კი მათ, ვისთვისაც აფხაზური ენის, კულტურის, ტრადიციებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანეს ღირებულებას წარმოადგენს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„აფხაზური ენა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული საგანძურია. მისი უნიკალურობა ქართულ-აფხაზური ისტორიული ერთიანობის და ჩვენი საერთო წარსულის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რომლის დაცვა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა საერთო პასუხისმგებლობა და საზრუნავია.
მიმდინარე ოკუპაციისა და რუსიფიკაციის პოლიტიკის შედეგად, აფხაზური ენა და კულტურული თვითმყოფადობა დღეს კვლავ სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რაც ქართული და აფხაზური საზოგადოების წევრებისთვის საერთო გამოწვევას წარმოადგენს. მის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რაც გამყარებულია როგორც აფხაზური ენის კონსტიტუციური სტატუსით, ისე შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკით.
სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობის პრინციპული და პრაგმატული სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, აქტიურად გრძელდება მიზანმიმართული ძალისხმევა აფხაზური ენის დაცვის, შემდგომი კვლევისა და სამეცნიერო შესწავლის მიზნით, ისევე როგორც ფართო პოპულარიზაციის ხელშეწყობა, რაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად განიხილება აფხაზური საზოგადოების წევრებთან ისტორიულად დამკვიდრებული, ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე დამყარებული თანაცხოვრებისა და კულტურული კავშირების აღსადგენად ერთიან საქართველოში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…