ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკური ველი გათავისუფლდეს კრიმინალებისაგან და მათი ადგილი დაიკავონ ადამიანებმა, რომლებიც ცივილიზებული ხერხებით ცდილობენ პოლიტიკურ ველზე თავის დამკვიდრებას - ლევან ნიკოლეიშვილი

საკონსტიტუციო სასამართლო

"ნეიტრალური საქართველო" 5 ოპოზიციური პარტიის პოლიტიკიდან ჩამოშორებას აუცილებლად მიიჩნევს და მათ "კრიმინალებსა" და "უცხოურ აგენტურას" უწოდებს. პარტიის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს მხარს უჭერენ და აცხადებენ, რომ ეს პოლიტიკური ველის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკური ველი გათავისუფლდეს კრიმინალებისაგან და მათი ადგილი დაიკავონ ადამიანებმა, რომლებიც ცივილიზებული ხერხებით ცდილობენ პოლიტიკურ ველზე თავის დამკვიდრებას - ლევან ნიკოლეიშვილი
ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკური ველი გათავისუფლდეს კრიმინალებისაგან და მათი ადგილი დაიკავონ ადამიანებმა, რომლებიც ცივილიზებული ხერხებით ცდილობენ პოლიტიკურ ველზე თავის დამკვიდრებას - ლევან ნიკოლეიშვილირუსთავი 2

5 ოპოზიციური პარტიის პოლიტიკიდან ჩამოშორებას ჯანსაღი კონკურენციისთვის აუცილებელ პირობას უწოდებს "ნეიტრალური საქართველო". პარტიაში აცხადებენ, რომ, სარჩელის განხილვის პარალელურად, მოპასუხე მხარე ცდილობს, გაავრცელოს მოსაზრება, რომ მათი აკრძალვით ქვეყანაში ერთპარტიული სისტემა ჩამოყალიბდება, რაც, "ნეიტრალური საქართველოს" წევრების შეფასებით, სიცრუეა.

მათივე თქმით, აუცილებელია გაივლოს მკაფიო ზღვარი კონსტიტუციით დაცულ პოლიტიკურ საქმიანობასა და იმ ქმედებებს შორის, რომელიც მიმართულია კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ.

პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" რეგიონული მდივანი, ლევან ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის პოლიტიკური ველი გათავისუფლდეს კრიმინალებისაგან და მათი ადგილი დაიკავონ იმ ადამიანებმა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ პოლიტიკური ბრძოლის მეთოდი დემოკრატიულ ქვეყნებში აღიარებული მეთოდებია.

"მართლაც საგანგაშო მდგომარეობაა, იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეულმა კრიმინალურმა ჯგუფებმა თავის თავზე მოირგეს პოლიტიკოსის და პოლიტიკური პარტიების სახელი და მანტია და შემდგომ უკვე რევოლუციური სცენარით ცდილობდნენ პოლიტიკურ პროცესებში იმდაგვარად ჩართვას, რომ ქვეყანაში არა საარჩევნო გზით მოსულიყო რომელიმე ხელისუფლება, არამედ გადატრიალებისა და რევოლუციური გზით.

განსაკუთრებით საგანგაშოა ეს ვითარება, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ჯგუფები დაფინანსებული არიან უცხოეთიდან და რეალურად, უცხოურ აგენტურას წარმოადგენენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის პოლიტიკური ველი გათავისუფლდეს ასეთი კრიმინალებისაგან და მათი ადგილი დაიკავონ იმ ადამიანებმა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ პოლიტიკური ბრძოლის მეთოდი არის ის მეთოდები, რაც დემოკრატიულ ქვეყნებშია აღიარებული. ჩვენ ვართ ის პარტია, რომელიც სწორედ ასე, ცივილიზებული ხერხებით ცდილობს თავის დამკვიდრებას პოლიტიკურ ველზე", - აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი.

"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" პოლიტიკური მდივანი, ბიძინა გიორგობიანი დადებითაც აფასებს იმ ფაქტს, რომელიც ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს.

"პოლიტიკური ველის დეკრიმინალიზაცია არის გარდაუვალი და აუცილებელი, ამას ჩვენ დიდი ხანია, რაც მოვითხოვთ და ვაყენებთ ამ საკითხს. ძალიან კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ახლა მიმდინარეობს პროცესი. რაც შეეხება თვითონ ახალი ოპოზიციის შემოსვლას პოლიტიკურ ველზე, ეს არ უნდა მოხდეს ხელოვნურად და ვერც მოხდება. ჩვენ ამ პროცესის მიმდინარეობას დიდი გულისყურით ვადევნებთ თვალს. ჩვენ გვჯერა, რომ შედეგი იქნება ისეთი, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას გამოაჯანსაღებს. ოპოზიციური პოლიტიკური ველი იქნება ხელმისაწვდომი იმ პარტიებისათვის, რომლებსაც აქვთ განსხვავებული კონცეფცია როგორც საგარეო პოლიტიკაში, ისე შიდა სახელმწიფოს სოციალურ თუ ეკონომიკურ პოლიტიკაში", - აცხადებს ბიძინა გიორგობიანი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პოლიტიკური ველის დეკრიმინალიზაცია არის გარდაუვალი და აუცილებელი, ამას ჩვენ დიდი ხანია, რაც მოვითხოვთ და ვაყენებთ ამ საკითხს. ძალიან კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ახლა მიმდინარეობს პროცესი. რაც შეეხება თვითონ ახალი ოპოზიციის შემოსვლას პოლიტიკურ ველზე, ეს არ უნდა მოხდეს ხელოვნურად და ვერც მოხდება. ჩვენ ამ პროცესის მიმდინარეობას დიდი გულისყურით ვადევნებთ თვალს. ჩვენ გვჯერა, რომ შედეგი იქნება ისეთი, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას გამოაჯანსაღებს. ოპოზიციური პოლიტიკური ველი იქნება ხელმისაწვდომი იმ პარტიებისათვის, რომლებსაც აქვთ განსხვავებული კონცეფცია როგორც საგარეო პოლიტიკაში, ისე შიდა სახელმწიფოს სოციალურ თუ ეკონომიკურ პოლიტიკაში“
ბიძინა გიორგობიანი
„მართლაც საგანგაშო მდგომარეობაა, იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეულმა კრიმინალურმა ჯგუფებმა თავის თავზე მოირგეს პოლიტიკოსის და პოლიტიკური პარტიების სახელი და მანტია და შემდგომ უკვე რევოლუციური სცენარით ცდილობდნენ პოლიტიკურ პროცესებში იმდაგვარად ჩართვას, რომ ქვეყანაში არა საარჩევნო გზით მოსულიყო რომელიმე ხელისუფლება, არამედ გადატრიალებისა და რევოლუციური გზით. განსაკუთრებით საგანგაშოა ეს ვითარება, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ჯგუფები დაფინანსებული არიან უცხოეთიდან და რეალურად, უცხოურ აგენტურას წარმოადგენენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის პოლიტიკური ველი გათავისუფლდეს ასეთი კრიმინალებისაგან და მათი ადგილი დაიკავონ იმ ადამიანებმა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ პოლიტიკური ბრძოლის მეთოდი არის ის მეთოდები, რაც დემოკრატიულ ქვეყნებშია აღიარებული. ჩვენ ვართ ის პარტია, რომელიც სწორედ ასე, ცივილიზებული ხერხებით ცდილობს თავის დამკვიდრებას პოლიტიკურ ველზე“
ლევან ნიკოლეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ – პოლიტიკიდან ხუთი სუბიექტის ჩამოშორება აუცილებელი პირობაა, რათა გაჩნდნენ ახალი პარტიები და ჩამოყალიბდეს სისტემა, რომელშიც ჯანსაღი კონკურენცია იქნება შესაძლებელიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები