სამინისტრო განმარტავს, რომ მინისტრი შესაძლო ცვლილებაზე საუბრისას არა რუსთავის, არამედ გლდანის მე-8 ციხის დირექტორის შესაძლო გათავისუფლებას გულისხმობდა
იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, მინისტრი პაატა სალია შესაძლო გათავისუფლებაზე საუბრისას გლდანის მე-8 ციხის დირექტორ რამაზ ფირცხალავას გულისხმობდა და არა რუსთავის მე-6 დაწესებულების ხელმძღვანელ შოთა ტრაპაიძეს.

იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ მინისტრი პაატა სალია სასჯელაღსრულების სისტემაში დირექტორების ცვლილების შესახებ მსჯელობაზე საუბრისას არა რუსთავის #6 დაწესებულების ხელმძღვანელს, შოთა ტრაპაიძეს, არამედ გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, რამაზ ფირცხალავას გულისხმობდა.
ამ განმარტების თანახმად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გიორგი პატარიძის შემდეგ პოსტი შესაძლოა გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა დატოვოს.
ცნობისთვის, დღეს 27 ოქტომბერს "პირველების" დასმულ კითხვაზე, რჩება თუ არა შოთა ტრაპაიძე დაკავებულ თანამდებობაზე, სალიამ ასე უპასუხა: "ამ ეტაპზე, ჯერჯერობით ვმსჯელობთ ამ საკითხთან დაკავშირებით და მიღებული იქნება გადაწყვეტილება".
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…