სალია "პირველებთან" ადასტურებს, რომ მსჯელობენ რუსთავის მეექვსე ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გათავისუფლებაზე
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ დაადასტურა, რომ რუსთავის N6 ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე მსჯელობენ. ტრაპაიძეს პატიმართა მიმართ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში, მათ შორის პატიმარ გიორგი დავითაძის სავარაუდო გაუპატიურების საქმეში ადანაშაულებენ.

იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია "პირველებთან" ადასტურებს, რომ მსჯელობენ რუსთავის მეექვსე ციხის უფორსის, არაერთ სკანდალში გახვეული შოთა ტრაპაიძის თანამდებობდიან გათავისუფლება.
შოთა ტრაპაიძის სახელი პატირმის სავარაუდო გაუპატიურების საქმეში ფიგურირებს სწორად მას ადებს ხელს გიორგი დავითაძის ოჯახი.
ამ ეტაპზე ვმსჯელობთ ჯერ-ჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით და მიღებული იქნება გადაწყვეტილება".- ამბობს პაატა სალია.
შოთა ტრაპაიძეს სახელს უკავშირდება პატიმართა მიმართ ძალადობის, წამების, არაადამიანური მოპყრობისა და უფლებების გადამეტების არაერთი ბრალდება.
უკვე რამდენიმე თვეა, 36 წლის პატიმრის, გიორგი დავითაძის ოჯახი ტრაპაიძის გადადგომასა და ამ საქმეზე მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს.
მსჯავრდებულის ახლობლები ამბობენ, რომ ბადრაგების მიერ ახალგაზრდა კაცის სექსუალური ძალადობს შესახებ ინფორმაციას სწორედ N6 დაწესებულების ხელმძღვანელი ფლობდა.
პატიმრის მიმართ სექსუალური ძალადობის გახმაურების შემდეგ, გამოჩნდა სხვა პატიმარიც, ნოდარ კიკნაძე ამტკიცებს, რომ ვიდრე დეესკალაციის ოთახში მასზე ბადრაგები იძალადებდნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ შოთა ტრაპაიძის კაბინეტშიც.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…