ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი – ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი

საქართველოს მთავრობა

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ხელისუფლების მიზანია საქართველო რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების ცენტრი გახდეს. ვიცე-პრემიერმა თბილისის ფინანსურ სამიტზე ხაზი გაუსვა შუა დერეფნის გაძლიერებას, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ვაზიანის აეროპორტის მშენებლობის მნიშვნელობას.

მარიამ ქვრივიშვილი – ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი
მარიამ ქვრივიშვილი – ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრიპირველი არხი

ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის ფინანსური სამიტის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდა, სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება და საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.

„უკვე მეორე წელია, საქართველო მასპინძლობს თბილისის ფინანსურ სამიტს, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ცენტრალური ბანკების, ტექნოლოგიური კომპანიებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. წლევანდელი სამიტის მთავარი თემა – რეგიონული ეკონომიკური დერეფნების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების ურთიერთკავშირის საფუძველზე – განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსთვის“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა მიმდინარე სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე, ისევე როგორც ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტზე.

„საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ჩვენი მნიშვნელოვანი უპირატესობაა, თუმცა მხოლოდ გეოგრაფია წარმატებას ვერ უზრუნველყოფს. თანამედროვე ეკონომიკური დერეფნის კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავს არა მხოლოდ ის, თუ რამდენად სწრაფად გადაადგილდება ტვირთი ერთი ქვეყნიდან მეორეში, არამედ ისიც, თუ რამდენად სწრაფად და უსაფრთხოდ მოძრაობს კაპიტალი, ხორციელდება გადახდები და ვითარდება სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები მეზობლებსა და რეგიონის ქვეყნებს შორის“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

თბილისის ფინანსური სამიტი წარმომადგენლობითი ფორუმია, რომელშიც 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი და 100-მდე მაღალი რანგის სპიკერი მონაწილეობს როგორც სახელმწიფო, ისე ბიზნესის სექტორიდან. სამიტზე წელს განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა რეგიონული ფინანსური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, ხელოვნური ინტელექტი, ფინანსური სისტემების კიბერუსაფრთხოება და სხვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. POSTVსამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: „ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი“
  2. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უკვე მეორე წელია, საქართველო მასპინძლობს თბილისის ფინანსურ სამიტს, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ცენტრალური ბანკების, ტექნოლოგიური კომპანიებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. წლევანდელი სამიტის მთავარი თემა – რეგიონული ეკონომიკური დერეფნების განვითარება პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების ურთიერთკავშირის საფუძველზე – განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსთვის“
მარიამ ქვრივიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი: ფინანსური სექტორისა და ტექნოლოგიების განვითარება, რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შექმნის როგორც საქართველოსთვის, ისე ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები