ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ქვრივიშვილი – ფინანსური სექტორისა და ტექნოლოგიების განვითარება, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შექმნის როგორც საქართველოსთვის, ისე ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკიეკონომიკის სამინისტროსაქართველოს მთავრობა

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ფინანსური სექტორისა და ტექნოლოგიების განვითარება საქართველოსთვის და პარტნიორებისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შექმნის. მან აღნიშნა, რომ გასულ წელს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, ხოლო მთავრობის პრიორიტეტი ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

მარიამ ქვრივიშვილი – ფინანსური სექტორისა და ტექნოლოგიების განვითარება, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შექმნის როგორც საქართველოსთვის, ისე ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის
მარიამ ქვრივიშვილი – ფინანსური სექტორისა და ტექნოლოგიების განვითარება, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შექმნის როგორც საქართველოსთვის, ისე ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვისპირველი არხი

საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლებში ინარჩუნებს ზრდის მაღალ ტემპს. როგორც პრემიერ-მინისტრმა მოგახსენათ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გასულ წელს 7.5%-ით გაიზარდა, ისევე, როგორც 2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3% შეადგინა, რასაც ხელს უწყობს ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა, სტრუქტურული რეფორმები და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა „თბილისის ფინანსური სამიტის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ფინანსური სისტემა გამოირჩევა მდგრადობითა და ტექნოლოგიური განვითარებით.

ამავდროულად, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, კაპიტალის ბაზრის განვითარება და დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია.

„ბოლო წლებში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა საინვესტიციო ფონდების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების მიმართულებით. აღნიშნული რეფორმები ქმნის საფუძველს ახალი ინვესტიციების მოსაზიდად და კერძო სექტორის დაფინანსების შესაძლებლობების გასაფართოებლად. კონკრეტული შედეგებიც უკვე თვალსაჩინოა – კორპორაციული ბონდების ბაზარი აგრძელებს მნიშვნელოვან ზრდას, მეტი ინვესტორი და ბიზნესი ინტერესდება საინვესტიციო ფონდების მიმართულებით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის, ტექნოლოგიების განვითარების საკითხზე.

„განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას, ტექნოლოგიური მეწარმეობის ხელშეწყობასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას. მჯერა, რომ ფინანსური სექტორისა და ტექნოლოგიების განვითარება, რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შექმნის როგორც საქართველოსთვის, ისე ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „თბილისის ფინანსური სამიტი“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან ერთად გახსნა. სამიტში 60-მდე ქვეყნის 800-ზე მეტი წარმომადგენელი და 100-მდე მაღალი რანგის სპიკერი მონაწილეობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: ფინანსური სექტორისა და ტექნოლოგიების განვითარება, რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შექმნის როგორც საქართველოსთვის, ისე ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის
  2. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ქვრივიშვილი: ფინანსური სექტორისა და ტექნოლოგიების განვითარება, რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს შექმნის როგორც საქართველოსთვის, ისე ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბოლო წლებში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა საინვესტიციო ფონდების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების მიმართულებით. აღნიშნული რეფორმები ქმნის საფუძველს ახალი ინვესტიციების მოსაზიდად და კერძო სექტორის დაფინანსების შესაძლებლობების გასაფართოებლად. კონკრეტული შედეგებიც უკვე თვალსაჩინოა – კორპორაციული ბონდების ბაზარი აგრძელებს მნიშვნელოვან ზრდას, მეტი ინვესტორი და ბიზნესი ინტერესდება საინვესტიციო ფონდების მიმართულებით“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი – ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები