ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მახაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: ასეთ ამორალურ განცხადებებს ვისმენთ სტრასბურგის სასამართლოს მიერ ცალსახად დადასტურებულ ფაქტებზე

საქართველოს პარლამენტი

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე მოკლულ სერჟანტ როინ შავაძეს ქვეყნის მოღალატე უწოდა, რასაც პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ამორალური განცხადება უწოდა და აღნიშნა, რომ ფაქტები სტრასბურგის სასამართლოს მიერაა დადასტურებული.

ლევან მახაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: ასეთ ამორალურ განცხადებებს ვისმენთ სტრასბურგის სასამართლოს მიერ ცალსახად დადასტურებულ ფაქტებზე
ლევან მახაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: ასეთ ამორალურ განცხადებებს ვისმენთ სტრასბურგის სასამართლოს მიერ ცალსახად დადასტურებულ ფაქტებზერუსთავი 2

სააკაშვილის აღიარება როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე, - ასე აფასებს მოკლული სერჟანტის ოჯახი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც სასამართლო პროცესზე შავაძის საქმეზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ქვეყნის მოღალატე იყო, რომელიც 2008 წლის ომის დროს რუსულ დაზვერვას ქართული ჯარის კოორდინატებს აწვდიდა.

როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს, ქობულეთის გზაზე მოკლეს. ჩატარებული ექსპერტიზებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეს სხეულზე 40-მდე ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა.

2020 წელს, სტრასბურგმა საქმეზე - "შავაძე საქართველოს წინააღმდეგ" სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა შავაძეს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია. ევროპულმა სასამართლომ მთავრობას 40 000 ევროს გადახდა დააკისრა. შავაძის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 13 პირი.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის თქმით, როინ შავაძეზე მიხეილ სააკაშვილის განცხადება ამორალური იყო.

"ქართული თუ ევროპული სასამართლოს - სტრასბურგის გადაწყვეტილებებით, უკვე ცალსახად დადასტურებულ ფაქტებზე, ჩვენ ვისმენთ ასეთ ამორალურ განცხადებებს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ ადამიანის და ზოგადად მისი პოლიტიკური ძალის რეალურ სახეს და, ასევე, კიდევ ერთხელ ამყარებს ჩვენს საკონსტიტუციო სარჩელს, რომ დიახაც, ისიც პირადად, რაც ასევე სტრასბურგის სასამართლოს მიერაც იყო დადასტურებული, პირადად, მაგრამ მის მიერ შექმნილი მთლიანი სისტემა იყო მოწოდებული მხოლოდ ერთი მიზნისკენ - ეწამებინათ, ეტანჯათ და გაეუბედურებინათ საქართველოს მოსახლეობა, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს რაღაც საბურველივით მოერგოთ საკუთარ თავზე მთელი ქვეყანა და მთელი საზოგადოება. უბრალოდ შეუძლებელია რაიმე სხვა კომენტარის გაკეთება, როდესაც ყოფილ სამხედროებს, მაშინდელ მოქმედ სამხედროებს ექცევიან ისე, როგორც მოექცნენ", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ქართული თუ ევროპული სასამართლოს - სტრასბურგის გადაწყვეტილებებით, უკვე ცალსახად დადასტურებულ ფაქტებზე, ჩვენ ვისმენთ ასეთ ამორალურ განცხადებებს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ ადამიანის და ზოგადად მისი პოლიტიკური ძალის რეალურ სახეს და, ასევე, კიდევ ერთხელ ამყარებს ჩვენს საკონსტიტუციო სარჩელს, რომ დიახაც, ისიც პირადად, რაც ასევე სტრასბურგის სასამართლოს მიერაც იყო დადასტურებული, პირადად, მაგრამ მის მიერ შექმნილი მთლიანი სისტემა იყო მოწოდებული მხოლოდ ერთი მიზნისკენ - ეწამებინათ, ეტანჯათ და გაეუბედურებინათ საქართველოს მოსახლეობა, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს რაღაც საბურველივით მოერგოთ საკუთარ თავზე მთელი ქვეყანა და მთელი საზოგადოება. უბრალოდ შეუძლებელია რაიმე სხვა კომენტარის გაკეთება, როდესაც ყოფილ სამხედროებს, მაშინდელ მოქმედ სამხედროებს ექცევიან ისე, როგორც მოექცნენ“
ლევან მახაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიხეილ სააკაშვილი: როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, რომელიც 2008 წლის დროს გადასცემდა ჩვენი ჯარების კოორდინატებს, ყოველთვის ჯობია ნორმალურად გაასამართლო და როინ შავაძე თავის დროზე რომ გაესამართლებინათ, რაც უფრო სწორი იქნებოდა, 2012-ში აუცილებლად გაუშვებდნენ პოლიტპატიმრადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები