ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნათია თურნავა არ პასუხობს "პირველების" კითხვას, გამოკითხეს თუ არა ნანა ყეინიშვილი და წარუდგენენ თუ არა ბრალს

საქართველოს ეროვნული ბანკიქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა არ პასუხობს შეკითხვას, გამოკითხეს თუ არა ნანა ყეინიშვილი და წარუდგენენ თუ არა მას ბრალს. ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობა გამოძიების დაწყების შემდეგ დატოვა, თუმცა ბრალდებებს უარყოფს.

ნათია თურნავა არ პასუხობს "პირველების" კითხვას, გამოკითხეს თუ არა ნანა ყეინიშვილი და წარუდგენენ თუ არა ბრალს
ნათია თურნავა არ პასუხობს "პირველების" კითხვას, გამოკითხეს თუ არა ნანა ყეინიშვილი და წარუდგენენ თუ არა ბრალსTV პირველი

გამოკითხეს თუ არა ნანა ყეინიშვილი ან იგეგმება თუ არა მისთვის ბრალის წარდგენა? ამ კითხვით დღეს "პირველებმა" ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მიმართა, თუმცა ნათია თურნავა კითხვას არ პასუხობს.

კითხვაზე პასუხი არც "ოცნების" სხვა წევრებს აქვთ. დღეს თემაზე მოკლე კომენტარი მხოლოდ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გააკეთა:

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს გამოძიება და ალბათ გამოძიება ყველა კითხვას პასუხს გასცემს, - ეუბნება "პირველებს" მარიამ ქვრივიშვილი.

"პირველებმა" პარლამენტის წევრებს ასევე ჰკითხა, მიდის თუ არა კონსულტაციების ყეინიშვილის შემცვლელთან დაკავშირებით, თუმცა "ოცნების" წარმომადგენლებს პასუხი არც ამ კითხვაზე აღმოაჩნდათ. მმართელი გუნდის წევრები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ყეინიშვილის საკითხზე ნათია თურნავასთან კითხვები არ გააჩნიათ.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა ნანა ყეინიშვილმა თანამდებობა მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შემდეგ დატოვა. საქმე კომპანია „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელების განცხადებებს უკავშირდება. „რადიო თავისუფლების“ მიერ მოპოვებული ფარული ჩანაწერის მიხედვით, ეროვნული ბანკის მაღალჩინოსანი კომპანიის წარმომადგენლებს ბიზნესში წილს სთხოვს, სანაცვლოდ კი მფარველობასა და საქმიანობის გაფართოებაში დახმარებას ჰპირდება. ყეინიშვილი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ თანამდებობა სახელმწიფოს ინტერესებისა და ეროვნული ბანკის რეპუტაციის დაცვის მიზნით დატოვა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ეროვნული ბანკის საბჭომ ნანა ყეინიშვილი გადაწყვეტილებების მიღების პროცესს ჩამოაშორაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები