პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თორნიკე ჭეიშვილი: უკვე იკვეთება ის, რომ მოპასუხე მხარეს აქვს ერთმნიშვნელოვნად ძალიან სუსტი პოზიციები. ეს მოსალოდნელიც იყო - თავად მოპასუხე მხარემ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის ის, თუ რა მასშტაბის დანაშაულები მიუძღვის ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის გამოსვლა „იაფფასიანი მასკარადი“ იყო და მოპასუხე მხარეს სუსტი პოზიციები აქვს, რადგან მათ სარჩელში მოყვანილი მტკიცებულებების გასაბათილებლად არანაირი სამართლებრივი არგუმენტი არ წარმოუდგენიათ.

თორნიკე ჭეიშვილი: უკვე იკვეთება ის, რომ მოპასუხე მხარეს აქვს ერთმნიშვნელოვნად ძალიან სუსტი პოზიციები. ეს მოსალოდნელიც იყო - თავად მოპასუხე მხარემ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის ის, თუ რა მასშტაბის დანაშაულები მიუძღვის ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე
იმედინიუსი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თორნიკე ჭეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის ზაზა ბიბილაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა.

„ჩვენ რაც ვიხილეთ დღეს სასამართლო სხდომის დარბაზში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის მხრიდან, ეს იყო ჩვეულებრივი დემაგოგიური, იაფფასიანი მასკარადი, რომელიც რეალურად მიზნად ისახავდა იმას, რომ სხვადასხვა აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, ცრუ ნარატივის ტირაჟირებით როგორღაც გადაეფარათ სარჩელში მოყვანილი კონკრეტული ფაქტები, მტკიცებულებები და ძალიან უსუსურად გამოიყურებოდნენ ისინი ამ თვალსაზრისით, ვინაიდან ვერავითარი რეალური სამართლებრივი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი, რომელიც შეიძლება რაიმე ფორმით, იოტისოდენა დონეზე მაინც აბათილებდეს ჩვენს სარჩელში მოყვანილ შესაბამის მტკიცებულებებს.

ამიტომ უკვე იკვეთება ის, რომ მოპასუხე მხარეს აქვს ერთმნიშვნელოვნად ძალიან სუსტი პოზიციები. ეს მოსალოდნელიც იყო, იმიტომ, რომ მთელმა საზოგადოებამ და უპირველესად, თავად მოპასუხე მხარემ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის ის, თუ რა მასშტაბის დანაშაულები მიუძღვის ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოთორნიკე ჭეიშვილი: მოლოდინია, რომ დემაგოგიური მასკარადი მათი მხრიდან გაგრძელდება და შეეცდებიან თავის დაძვრენას იმ საკითხებისაგან, რომელიც წარმოაჩენს იმას, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" სახით ჩვენ საქმე გვაქვს არაკონსტიტუციური მისწრაფებების მქონე ძალასთან
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თორნიკე ჭეიშვილი: „წინა დღეების მსგავსად, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განშტოებები გააგრძელებენ სასამართლოში ტყუილების, დეზინფორმაციის კორიანტელის დაყენებას. მათ სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ აქვთ. ვერცერთი სამართლებრივი კონტრარგუმენტი ვერ წარმოადგინეს“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები