პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არჩილ გორდულაძე – ბევრი უნდა ილაპარაკონ და თავადვე აიკრძალავენ თავებს, დამატებით მტკიცებულებებს გვაძლევენ ჩვენი სარჩელის გასამყარებლად

საქართველოს პარლამენტისაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაკოალიცია ცვლილებისთვისლელოფედერალისტებიგახარია საქართველოსთვის

არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიცია თავისი გამოსვლებითა და წერილებით მმართველ გუნდს აძლევს დამატებით მტკიცებულებებს, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოში მათი აკრძალვის შესახებ სარჩელი კიდევ უფრო მყარდება.

არჩილ გორდულაძე – ბევრი უნდა ილაპარაკონ და თავადვე აიკრძალავენ თავებს, დამატებით მტკიცებულებებს გვაძლევენ ჩვენი სარჩელის გასამყარებლად
პირველი არხი

ორი დღის წინ, სხდომის მიმდინარეობის დროსაც ვთქვი, რომ რაც შეიძლება ბევრი უნდა ისაუბრონ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა პარტიად დაყოფილმა პირებმა. ისინი თვითონ სხდომაზეც, პროცესის მიმდინარეობის დროსაც კი ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რითაც ჩვენს სარჩელს უფრო მეტად ასაბუთებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდის სარჩელს საზოგადოების თვალში დასაბუთებაც არ სჭირდება, ვინაიდან საჯარო სივრცეში საკმარისად არის გავრცელებული ინფორმაცია, თუმცა ოპოზიცია, საკუთარი განცხადებებით დამატებით მტკიცებულებებს აძლევს მოსარჩელე მხარეს სარჩელის გასამყარებლად.

„სარჩელს, საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, საზოგადოების თვალში დასაბუთებაც კი არ სჭირდება. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი იქნება, თამარ ჩერგოლეიშვილი იქნება, ბოკუჩავა, „ლელოს“ წარმომადგენლები, „გახარიელები“ თუ სხვანი, ყოველთვის აკეთებენ ერთსა და იმავეს, რომ ისინი, მაგალითად, საარჩევნო კამპანიას საქართველოში კი არ ატარებენ, არამედ უცხოეთში მიდიან. მაგალითად, 2024 წელს რაც გააკეთეს, უცხოელი პატრონების წინაშე დებენ პირობას, რომ ერთად იბრძოლებენ, რომ ვერ შეასრულეს, ისევ 2025 წელს არჩევნებიდან ერთ თვეში მოღალატეობრივ წერილს უგზავნიან, რომ ჩვენ ვერ გავაკეთეთ ვერაფერი და შესაბამისად, თქვენ ხელისუფლება დაასანქცირეთ და საქართველოსთან ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტეთო. თავიანთივე სიტყვით აღიარებენ და ამავდროულად, დამატებით მტკიცებულებებს გვაძლევენ ჩვენი სარჩელის გასამყარებლად. ბევრი უნდა ილაპარაკონ და თავადვე აიკრძალავენ თავებს, იმდენ მტკიცებულებას წარადგენენ – რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ კონსტიტუციურ ორგანოს, თითქოს საქართველოს კონსტიტუცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე უკეთესად იცის უცხოური სახელისა და გვარის მქონე ადამიანმა“, – აღნიშნა გორდულაძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. იმედინიუსისამთავრობოარჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ბევრი უნდა ილაპარაკონ და თვითონვე აიკრძალავენ საკუთარ თავს, იმდენ მტკიცებულებას გააჟღერებენ სხდომაზე - რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ კონსტიტუციურ ორგანოს, რომ თითქოს საქართველოს კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე უკეთესად იცის უცხოური სახელის და გვარის მქონე ადამიანმა
  2. რუსთავი 2სამთავრობოარჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ბევრი უნდა ილაპარაკონ და თვითონვე აიკრძალავენ საკუთარ თავს, იმდენ მტკიცებულებას გააჟღერებენ სხდომაზე
  3. POSTVსამთავრობოარჩილ გორდულაძე ოპოზიციის შესახებ: „ბევრი უნდა ილაპარაკონ და თვითონვე აიკრძალავენ საკუთარ თავს, იმდენ მტკიცებულებას გააჟღერებენ სხდომაზე – რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ კონსტიტუციურ ორგანოს, რომ, თითქოს, საქართველოს კონსტიტუცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე უკეთესად იცის უცხოური სახელისა და გვარის მქონე ადამიანმა“
  4. იმედინიუსისამთავრობოარჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესის მიმდინარეობის დროსაც კი, ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რითაც ჩვენს სარჩელს უფრო და მეტად ასაბუთებენ
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: „საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველი არ არის საგამოძიებო კომისიის სხდომები. სასამართლომ უნდა იმოქმედოს ორგანული კანონით, რეგლამენტით და სასამართლოს მიერ 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები