ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ქადაგიშვილი: “არჩევნების შედეგების უარყოფით ოპოზიცია ამომრჩევლის არჩევანს უგულებელყოფს. ოპოზიციამ ყველა არჩევნები უარყო და ყოველ ჯერზე საჭიროა, ამას შესაბამისი მტკიცებულება მაინც მოჰყვეს”

საქართველოს პარლამენტი

დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციამ ყველა არჩევნები უარყო, თუმცა გაყალბების მტკიცებულებები და ლოგიკური ახსნაც კი არ გააჩნია, რითაც საკუთარი ამომრჩევლის არჩევანს უგულებელყოფს.

ირაკლი ქადაგიშვილი: “არჩევნების შედეგების უარყოფით ოპოზიცია ამომრჩევლის არჩევანს უგულებელყოფს. ოპოზიციამ ყველა არჩევნები უარყო და ყოველ ჯერზე საჭიროა, ამას შესაბამისი მტკიცებულება მაინც მოჰყვეს”
ირაკლი ქადაგიშვილი: “არჩევნების შედეგების უარყოფით ოპოზიცია ამომრჩევლის არჩევანს უგულებელყოფს. ოპოზიციამ ყველა არჩევნები უარყო და ყოველ ჯერზე საჭიროა, ამას შესაბამისი მტკიცებულება მაინც მოჰყვეს”POSTV

ოპოზიციამ ყველა არჩევნები უარყო და ყოველ ჯერზე საჭირო არის, რომ ამას შესაბამისი მტკიცებულება მაინც მოჰყვეს, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, გადაცემაში „დებატები“ განაცხადა.

ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიცია ვერც კი განმარტავს, კონკრეტულად როგორ მოხდა, მათი მტკიცებით, არჩევნების გაყალბება. მისივე თქმით, არჩევნების არაღიარებით ოპოზიცია ამომრჩევლის არჩევანს უგულებელყოფს და ქვეყნის პოლიტიკურ პროცესს აზიანებს.

„ოპოზიციამ ყველა არჩევნები უარყო. უარყო, გასაგებია, რომ მე მაქვს უფლება, რომ რაღაცა უარვყო, მათ შორის არჩევნების შედეგები. მაგრამ, ყოველ ჯერზე საჭირო არის, რომ ამას შესაბამისი მტკიცებულება მაინც მოჰყვეს. როცა მტკიცებულება არ არის, არგუმენტი არ არის, მეტსაც გეტყვით, ლოგიკური ახსნაც კი არ შეუძლიათ, როგორ ხდება ე.წ. გაყალბება, ლოგიკურად ხომ შეიძლება მოჰყვე მაინც, ან მოდელირება გააკეთო, როგორ ხდება გაყალბება. შეუძლებელია, იმიტომ, რომ ისეთი საკანონმდებლო რეგულაციებია და ადმინისტრირების ხარისხი ისე არის დარეგულირებული, რომ ეს შეუძლებელი არის.

როცა მუდმივად, პერმანენტულად არჩევნები არის შენი მხოლოდ და მხოლოდ საშუალება, რომ ხელისუფლებაში მოხვიდე და როგორც კი ამჩნევ, რომ არჩევნების შედეგებით ვერ მოდიხარ და მაშინვე იწყებ არჩევნების, ანუ დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპის და შენი ამომრჩევლის ნების [შეურაცხყოფა], შეურაცხყოფა არის ეს, პოლიტიკური შეურაცხყოფა შენი ამომრჩევლის არის, როდესაც არ აღიარებ არჩევნებს და მათ არჩევანს კიდევ უგულებელყოფ. იმიტომ, რომ ის ხმა, რომელიც შენ ამომრჩეველმა მოგცა, ოპოზიციაშიც გამოსაყენებლად უაღრესად მნიშვნელოვანი და ფასეულია და ჩვენ თუ ვერ ვხედავთ და ვერ ვაფასებთ რა მნიშვნელობა აქვს ოპოზიციას, მაშინ ე.ი. ვერ ვაფასებთ მთლიანად პოლიტიკურ პროცესს“, -აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოარჩევნების შედეგების უარყოფით ოპოზიცია ამომრჩევლის არჩევანს უგულებელყოფს. ოპოზიციამ ყველა არჩევნები უარყო და ყოველ ჯერზე საჭიროა, ამას შესაბამისი მტკიცებულება მაინც მოჰყვეს - ირაკლი ქადაგიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
როდესაც ბოიკოტი ხდება უკვე სისტემური, როდესაც 3-4 არჩევნები სისტემურად ხდება არჩევნების შედეგების არგუმენტაციის და მტკიცებულებების გარეშე უარყოფა, ეს არის პერმანენტული საფრთხე - ირაკლი ქადაგიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები