მაკა ბოჭორიშვილმა სოფიას ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „სოფიას ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა, სადაც „შუა დერეფნის“ განვითარებაზე, შავი ზღვის დაკავშირებადობასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, სოფიაში ვიზიტის ფარგლებში, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ველისლავა პეტროვა-ჩამოვასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ბულგარეთში, „სოფიას ეკონომიკურ ფორუმში“, რომელიც „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ორგანიზებით გაიმართა.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში, განხილულ იქნა რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის აქტუალური საკითხები, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონის დაკავშირებადობის გაძლიერება, „შუა დერეფნის“ განვითარების პერსპექტივები და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის გაძლიერების პროცესში და შავი ზღვის, როგორც რეგიონებს შორის დამაკავშირებელი სივრცის, მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა „შუა დერეფნის“, როგორც კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო მარშრუტის, განვითარების აუცილებლობაზე.
მინისტრმა ისაუბრა საქართველოსა და ბულგარეთს შორის დაკავშირებადობის მიმართულებით თანამშრომლობაზე და აღნიშნა შავი ზღვის პორტების, საავტომობილო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობა. ამასთან, ხაზი გაესვა პარტნიორ ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს „შუა დერეფნის“ პოტენციალის სრულად ათვისებასა და საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირების განვითარებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში სტაბილური და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნასა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პერსპექტივებს. მინისტრმა, ასევე, ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე და ქვეყნის სტაბილურობისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის მნიშვნელობაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
11 სტატიამაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთში ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
მაკა ბოჭორიშვილი „სოფიას ეკონომიკურ ფორუმში“ მონაწილეობას მიიღებს
მაკა ბოჭორიშვილი "სოფიას ეკონომიკურ ფორუმში" მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სოფიაში ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სოფიაში ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სოფიის ეკონომიკურ ფორუმზე და მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები. „ქრონიკა“ ბულგარეთიდან
მაკა ბოჭორიშვილმა სოფიას ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
მაკა ბოჭორიშვილმა სოფიას ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
მაკა ბოჭორიშვილი "დელფოსის ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელსა და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელსა და პრეზიდენტს სიმეონ ცომოკოსს შეხვდა
მაკა ბოჭორიშვილი „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელსა და პრეზიდენტს, სიმეონ ცომოკოსს შეხვდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…