მაკა ბოჭორიშვილი: „დაკავშირებადობა მნიშვნელოვანია ევროპისთვის, კავკასიისთვის, მსოფლიოსთვის, საქართველო აქტიურად უჭერდა მხარს დაკავშირებადობის გაძლიერებას და მსჯელობდა, როგორ შეიძლება, შავი ზღვა ვაქციოთ უფრო დამაკავშირებელ სივრცედ და არა გამყოფ ზღვად“
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს დიდი ძალისხმევა აქვს გაწეული ევროკავშირთან დაახლოებისა და კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის, ქვეყანა კი აქტიურად უჭერს მხარს დაკავშირებადობის გაძლიერებას, რათა შავი ზღვა გამყოფის ნაცვლად დამაკავშირებელ სივრცედ იქცეს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სოფიაში ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დღის წესრიგი და თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა ფართო რეგიონისთვის. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირთან ურთიერთობებს და ხაზი გაესვა დიალოგის აუცილებლობას.
მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკაში “სოფიას ეკონომიკურ ფორუმში” მონაწილეობს.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს მიერ ბოლო ათწლეულების განმავლობაში გაწეული უზარმაზარი ძალისხმევა მიმართული იყო ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისა და ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციისკენ.
“საქართველოს პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში დიდი ძალისხმევა გავწიეთ, რათა საქართველო ევროკავშირთან უფრო დაგვეახლოებინა, ჩვენი სტანდარტები ევროპულ სტანდარტებთან მიგვეახლოებინა, მათი ჰარმონიზაცია მოგვეხდინა და ჩვენი კანონმდებლობა ევროპულ კანონმდებლობასთან უფრო მეტად შეგვეთანხმებინა. გავაძლიერეთ პარტნიორობა ყაზახეთსა და უზბეკეთთან, რაც სტრატეგიული დონის ურთიერთობებში აისახა. ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანთან კი ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობა და შესანიშნავი ურთიერთობები გვაკავშირებს.
სწორედ ასე ვქმნით დაკავშირებადობის ამ ხაზს და აი, დღეს აქ, სოფიაში ამ თემაზე ვსაუბრობთ. დაკავშირებადობა მნიშვნელოვანია ევროპისთვის, მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიისთვის, მნიშვნელოვანია აზიისთვის და, ასევე, მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის.
წლების განმავლობაში საქართველო აქტიურად უჭერდა მხარს დაკავშირებადობის გაძლიერებას და მსჯელობდა, როგორ შეიძლება, შავი ზღვა ვაქციოთ უფრო დამაკავშირებელ სივრცედ და არა – გამყოფ ზღვად,” – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამაკა ბოჭორიშვილი – წლების განმავლობაში საქართველო აქტიურად უჭერდა მხარს დაკავშირებადობის გაძლიერებას და მსჯელობდა, როგორ შეიძლება, შავი ზღვა ვაქციოთ უფრო დამაკავშირებელ სივრცედ და არა გამყოფ ზღვად
მაკა ბოჭორიშვილი: დაკავშირებადობა მნიშვნელოვანია ევროპისთვის, კავკასიისთვის, მსოფლიოსთვის, საქართველო აქტიურად უჭერდა მხარს დაკავშირებადობის გაძლიერებას და მსჯელობდა, როგორ შეიძლება, შავი ზღვა ვაქციოთ უფრო დამაკავშირებელ სივრცედ და არა გამყოფ ზღვად
ციტატები სტატიიდან
„საქართველოს პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში დიდი ძალისხმევა გავწიეთ, რათა საქართველო ევროკავშირთან უფრო დაგვეახლოებინა, ჩვენი სტანდარტები ევროპულ სტანდარტებთან მიგვეახლოებინა, მათი ჰარმონიზაცია მოგვეხდინა და ჩვენი კანონმდებლობა ევროპულ კანონმდებლობასთან უფრო მეტად შეგვეთანხმებინა. გავაძლიერეთ პარტნიორობა ყაზახეთსა და უზბეკეთთან, რაც სტრატეგიული დონის ურთიერთობებში აისახა. ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანთან კი ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობა და შესანიშნავი ურთიერთობები გვაკავშირებს. სწორედ ასე ვქმნით დაკავშირებადობის ამ ხაზს და აი, დღეს აქ, სოფიაში ამ თემაზე ვსაუბრობთ. დაკავშირებადობა მნიშვნელოვანია ევროპისთვის, მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიისთვის, მნიშვნელოვანია აზიისთვის და, ასევე, მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის. წლების განმავლობაში საქართველო აქტიურად უჭერდა მხარს დაკავშირებადობის გაძლიერებას და მსჯელობდა, როგორ შეიძლება, შავი ზღვა ვაქციოთ უფრო დამაკავშირებელ სივრცედ და არა – გამყოფ ზღვად,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…